როგორ გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წილისყრა

AutoSharing Option
7 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა.

გაირკვა იმ გუნდების რაოდენობა, რომლებიც მერვედფინალში ითამაშებენ.

- ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტური: ყველაფერი გაირკვა [VIDEO]

ესენი არიან:

ჯგუფის გამარჯვებულები: არსენალი (ინგ), ატლეტიკო (ესპ), ბარსელონა (ესპ), ბორუსია (დ) (გემ), ლესტერი (ინგ), მონაკო (საფ), ნაპოლი (იტა), იუვენტუსი (იტა)

მეორე ადგილი: ლევერკუზენი (გერ), ბაიერნი (გერ), ბენფიკა (პორ), მანჩესტერ სიტი (ინგ), პსჟ (საფ), პორტო (პორ), რეალი (ესპ), სევილია (ესპ)

გუნდები ორ კალათში არიან დაყოფილნი: ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილის მფლობელები.

გუნდები, რომლებიც ერთ ჯგუფში თამაშობდნენ
ან ერთ ნაციონალურ ასოციაციას წარმოადგენენ, ერთმანეთს მერვედფინალში ვერ შეხვდებიან.

მერვედფინალების წილისყრა 12 დეკემბერს ნიონში გაიმართება. პირველ მატჩებს ჯგუფის გამარჯვებულები სტუმრად 14/15 თებერვალს ჩაატარებენ, საპასუხოებს კი - 21/22 თებერვალს.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორეადგილოსნები უფრო ძლიერი გუნდებია. ბევრი პირველადგილოსანი გავარდება 1/8 ფინალში.
odala
21:40 08-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული