იყო ევროპის, გახდა იბერიის ლიგა [+VIDEO]

AutoSharing Option
შერცხვენა ისეთი უნდა, როგორც რუსთა "სახალხო გუნდი" შერცხვა ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე - ანდრე ვილას-ბოასის მართლაც ბრწყინვალე "პორტუმ" ორი მატჩის ჯამში 10:3 დაამარცხა "სპარტაკი".

გუშინ რუსებს არც მოსკოვურ სიცივეში დაჰყრიათ უკეთესი დღე, ვიდრე ერთი კვირის წინათ "დრაგაოზე" - ანდრიი დიკანმა ახლაც 5 გოლი გამოიტანა საკუთარი კარის ბადიდან. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ერთადერთი შემორჩენილი ქართველი ჯანო ანანიძე ტრავმირებულია და მას არც საპასუხო მატჩში უთამაშია. ასე რომ, რუსთა იმედდთან ერთად ჩვენიც დასრულდა - წლეულს ტიტულის მფლობელი არ გვეყოლება.

არ ვიცით, შეძლებს თუ
არა "პორტუ" ევროპის ლიგის მოგებას, მაგრამ გაისად ჩემპიონთა ლიგაში ერთით მეტი ანგარიშგასაწევი ძალა რომ იქნება, ამას წყალი არ გაუვა.

ნახევარფინალში გასული ოთხივე გუნდი პირინეის ნახევარკუნძულიდანაა, სამი გუნდი პორტუგალიურია, ერთიც ესპანური. მართალია, პირველ თამაშებში ბევრი რამ გაირკვა, მაგრამ ბრძოლა ყველგან იყო - ის კი არა, "ბენფიკამ" კინაღამ ვერ გაუძლო "ეინდჰოვენის" შტურმს.

ბრაგაში ბრძოლაც იყო, ჩხუბიც და წითელი ბარათებიც, მაგრამ გოლები არ გასულა და კიევის "დინამო" გათამაშებას შინ გაშვებული გოლის გამო გამოეთიშა. ერთი ხანობა აგებდა "ვილიარეალიც", მაგრამ, ცხადია "ტვენტეს" ეს თავგანწირვა თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის.


ევროპის ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

სპარტაკი (რუსეთი)-პორტუ (პორტუგალია) 2:5 (1:5) [იხილეთ ვიდეო]
სპარტაკი (4-4-2): დიკანი - კ. კომბაროვი (46. დ. კომბაროვი), სუხი, შეშუკოვი, მაკეევი - მაკგიდი, რაფაელი (69. იბსონი), ალექსი, იაკოვლევი - ძიუბა, ველიტონი (46. არი).
პორტუ (4-3-3): ელტონი - ფუსილე (28. სეპუნარუ), როლანდო, ოტამენდი, ა. პერეირა - გუარინი, ფერნანდო, მოუტინიო (46. რუბენი) - ჰალკი, ფალკაო (72. ჯ. როდრიგესი), კ. როდრიგესი.
გოლები: 0:1 ჰალკი (28), 0:2 კ. როდრიგესი (45), 0:3 გუარინი (47), 1:3 ძიუბა (52), 1:4 ფალკაო (54), 2:4 არი (72), 2:5 რუბენი (89)
მაყურებელი: 20 000

პსვ (ჰოლანდია)-ბენფიკა (პორტუგალია) 2:2 (1:4)
პსვ (4-3-3): ისაკსონი - მანოლევი (85. ნილანდი), მარსელო (72. ბერგი), როდრიგესი, ტამატა (72. ვუკოვიჩი) - ბაკალი, ჰატჩინსონი, ვუიტენსი - ლაბიადი, ლენსი, ჯუჯაკი.
ბენფიკა (4-4-2): რობერტო - მ. პერეირა, ლუიზაო, ჟარდელი, კოენტრაო - სალვიო (20. კ. მარტინში), ხ. გარსია, პეიშოტო, გაიტანი (79. აირტონი) - სავიოლა (67. აიმარი), კარდოსო.
გოლები: 1:0 ჯუჯაკი (17), 2:0 ლენსი (25), 2:1 ლუიზაო (45), 2:2 კარდოსო (63-პენ)
მაყურებელი: 20 000

ტვენტე (ჰოლანდია)-ვილიარეალი (ესპანეთი) 1:3 (1:5)
ტვენტე (4-3-3): ბოსხკერი - ტიენდალი, დუგლასი, ონიევუ, ლეუგერსი - ბრამა (61. ლანდზაატი), იანსენი, ბუისე - რუისი (78. ბანინკი), იანკო (71. იონი), ბაირამი.
ვილიარეალი (4-4-2): დ. ლოპესი - მარიო, მუსაჩიო, მარჩენა (76. ორიოლი), კატალა - ბ. ვალერო (62. კანი), მატილია, ბრუნო, მუბარაკი - მ. რუბენი, როსი (73. პერესი).
გოლები: 1:0 ბაირამი (32), 1:1 როსი (60-პენ), 1:2 მ. რუბენი (84-პენ), 1:3 კანი (90)
გაძევება: ტიენდალი (59)
მაყურებელი: 15 000

ბრაგა (პორტუგალია)-დინამო (უკრაინა) 0:0 (1:1)
ბრაგა (4-2-3-1): არტური - პაულო სეზარი, ვანდინიო, პაულაო, სილვიო - კუსტოდიო, ვიანა - ალანი, სალინო, ლიმა (91. ელდერი) - მეიონგი (70. მოსორო).
დინამო (4-4-2): შოვკოვსკი - დ. სილვა, ხაჩერიდი (46. ალმეიდა), იუსუფი, პოპოვი - გუსევი, ერიომენკო, ვუკოევიჩი, იარმოლენკო - კრავეცი (65. გარმაში), მილევსკი.
გაძევება: პაულო სეზარი (29), პოპოვი (87)
მაყურებელი: 20 000


ნახევარფინალი
I მატჩები

28 აპრილი
ბენფიკა-ბრაგა
პორტუ-ვილიარეალი

საპასუხო მატჩები
5 მაისი
ვილიარეალი-პორტუ
ბრაგა-ბენფიკა






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისტორიულად ფრჩხილებში პირველი ტაიმის შედეგები იწერებოდა.
BOOO
09:53 15-04-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული