რეიტინგში ქვეყნისა და კლუბის ადგილი საერთაშორისო მატჩებში მიღებული ყვითელ-წითელი ბარათების სიმცირით განისაზღვრება. თავიდანვე ნაკლებად გვქონდა იმის იმედი, რომ საქართველო მოწინავეთა შორის იქნებოდა და უარეს შედეგსაც ველოდით, რადგან, ტრადიციულად, ამ რეიტინგშიც არ გვეკავა საპატიო ადგილი.
ევროპის ლიგაზე "ნამატი" კი ნორვეგიას, ინგლისსა და შვედეთს ეყოლებათ. სკანდინავები, როგორც წესი. ფეარ პლეიში ყოველთვის გამორჩეულები არიან. შვედური "გეფლე", რომელიც შარშან ევროპის ლიგაზე
ჯერ უცნობია, კონკრეტულად რომელი კლუბები გავლენ ამ სამი ქვეყნიდან ევროპის ლიგაზე, რადგან დასადგენია შიდა რეიტინგები. ცნობილია, რომ ინგლისში ფეარ პლეის რეიტინგი "ტოტენჰემმა" მოიგო, მაგრამ რაკი ამ კლუბს ევროპის ლიგის საგზურის სპორტული პრინციპით მოპოვების სოლიდური შანსი აქვს, მას ან "ფულჰემი" შეცვლის, ან "ბლექპული".
ფეარ პლეის რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია: 1. ნორვეგია, 2. ინგლისი, 3. შვედეთი, 4. დანია, 5. ისლანდია, 6. გერმანია, 7. ირლანდია, 8. ფინეთი, 9. ჰოლანდია, 10. საფრანგეთი.