”დინამო” პატარა ქალაქის პატარა სტადიონზე

AutoSharing Option
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ევროპის ლიგაზე თბილისის ”დინამოს" მეტოქე ”მილსამი" ქართველებს კიშინიოვში უმასპინძლებდა, მაგრამ გუშინ გაირკვა, რომ კლუბი საკუთარი სტადიონის ევროსტანდარტებში მოქცევას ასწრებს და ”დინამოს" მშობლიურ ქალაქ ორჰეიში დაუხვდება.

”მილსამის" ხელმძღვანელობას არენის მინი-რეკონსტრუქცია ორი კვირის წინ დაუწყია და ახლაღა გაირკვა, რომ პროცესის დროულად დასრულება შესაძლებელია. უეფა ”მილსამის" საკუთარ ქალაქში თამაშის უფლებას მხოლოდ ევროპის ლიგის საწყის ეტაპზე აძლევს.

ორჰეი პატარა, 30-ათასიანი ქალაქია, სტადიონი კი 2 500 ადამიანს იტევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული