"დინამო"-"მილსამის" მატჩზე დასწრება გულშემატკივრებს 3 ან 5 ლარად შეეძლებათ. თბილისური კლუბის ხელმძღვანელობა ქომაგებს სთხოვს, ტრიბუნებზე პეტარდების გამოყენებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში "დინამოს" უეფასგან სერიოზული ფინანსური სანქცია დაეკისრება.
დღეს, 30 ივნისს ეროვნული გამოცდები იწყება და იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც თან აბიტურიენტის ბარათი ექნებათ, შეხვედრის ნახვა უფასოდ შეეძლებათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"