განსაკუთრებით ენაწყლიანი აღმოჩნდა "ირტიშის" მთავარი მწვრთნელი ტალგატ ბაისუფინოვი: "ჩვენი წყვილიდან შემდეგ ეტაპზე ღირსეული გავიდა. "ირტიში" ჯერ ვერ აკმაყოფილებს მესამე ეტაპის მოთხოვნებს. მართალია, წავაგეთ, მაგრამ ქართული გუნდის წარმატება გულწრფელად მიხარია.
დღეს ჩვენ მოგება ძალიან გვინდოდა, მაგრამ ფეხბურთის ღმერთები ქართველთა მხარზე იყვნენ. "მეტალურგს" ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს და გუნდმაც თანამედროვე ფეხბურთი ითამაშა. ადრე კავკასიური კლუბების პრობლემა უბურთოდ თამაში იყო, მაგრამ რუსთაველებს ეს არ ეტყობოდათ. ქართველებს ყველაფერი გამოსდიოდათ, გუნდური ურთიერთქმედებაც და ზონური თამაშიც.
...ჩემს
საწყენი იყო თუ არა, მაყურებელი ნაადრევად რომ წავიდა? არა, რადგან არ უნდა მოგვთხოვონ ის, რაც არ შეგვიძლია. დარწმუნებული ვიყავი, რომ მძიმე მატჩი გველოდა. ეს "მეტალურგის" დღე იყო. შეტევაში უკბილოდ ვითამაშეთ. ვერ ვიტყვი, რომ ბიჭები სათანადოდ ვერ განეწყვნენ, ყველა მონდომებული იყო, მაგრამ რატომღაც გატყდნენ და ყველაფერი აირია. "მეტალურგი" კარგად გამოიყურებოდა და ანგარიში კანონზომიერია.
ფეხბურთელებს ერთ-ორი შეხებით თამაში და მეტოქის საკუთარ ნახევარზე ჩაკეტვა ევალებოდათ, მაგრამ ეს ამოცანა ბოლომდე ვერ შევასრულეთ. ერთი-ორი შეხებით თამაში არ გამოგვივიდა, მცველები და ნახევარმცველები თავდამსხმელებს გადაცემებს უგვიანებდნენ და ქართველები იქვე უჭრიდნენ პასებს. საკუთარ თავს თავად შევუქმენით პრობლემები".
ალექსანდრ კუჩმა, "ირტიშის" მცველი: "ჯერ კიდევ არ გამიანალიზებია, რა მოგვივიდა. წაგების გამო შოკში ვარ... უაზრო გოლი გავუშვით და უკანმოუხედავად შეტევაში გავქანდით. ჩვენ გვყავდა ძალიან ღირსეული მეტოქე. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ქართველებს მოგება ჩვენზე მეტად სურდათ, მოედანზე მათზე არანაკლები მოტივაციით გავედით, მაგრამ დასაწყისში მომენტები ვერ გამოვიყენეთ და მერე ბავშვურ შეცდომებს ვუხშირეთ".
ირაკლი ქობალია, "მეტალურგის" თავდამსხმელი: "ძალიან გახარებული ვარ ყაზახეთში მოგებით, რაც სულაც არ იყო იოლი საქმე. მთავარია, რომ ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენეთ. მართალია, მატჩი საკმაოდ რთულად წარიმართა, მაგრამ ეს ევროპის ლიგაა, სადაც არა მხოლოდ საკუთარ ქალაქს, არამედ საქართველოს წარმოვადგენთ.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ იყო, გოლს ვინ გაიტანდა. მთავარია, გავიმარჯვეთ. მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებოდით, "ირტიშისა" და "იაგელონიას" შეხვედრაც ვნახეთ და დასკვნებიც გამოვიტანეთ.
ახლა "რენთან" თამაში გველის, რომელიც ძლიერი მეტოქეა, მაგრამ საბრძოლო განწყობაზე ვართ. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლის მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ, ამის მიუხედავად, შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შევეცდებით."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აი მომავალი მეტოქის ბოლო თამაში: http://www.youtube.com/watch?v=ix417au_s8k