"ზესტაფონის" მატჩსაც ვნახავთ და "დინამოსაც"

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ქომაგები ევროპის ლიგის პლეი ოფმა საგონებელში ჩააგდო. ინტერნეტფორუმებზე გამოკითხვებიც კი ტარდება, ვინ რას ამჯობინებს 18 აგვისტოს - "ზესტაფონის" საქომაგოდ ეროვნულ სტადიონზე წასვლას თუ შინ დარჩენას და ტელევიზორთან "დინამოს" გულშემატკივრობას.

გუშინ მატჩების დაწყების დრო გაირკვა და, საბედნიეროდ, ქართველ ქომაგებს არჩევანის გაკეთება აღარ მოუწევთ - შეუძლიათ, სტადიონზე "ზესტაფონი"-"ბრიუგეს" სანახავად მშვიდად წავიდნენ, რადგან შინ დაბრუნებულები აეკ-"დინამოს" მიუსწრებენ, ამ შეხვედრის დასაწყისს კი მხოლოდ ის ვერ ნახავს, ვინც დიდუბიდან მოშორებით ცხოვრობს.

მოგვარდა ტელერეპორტაჟების საკითხიც და ქართველი ტელემაყურებელი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით ორივე შეხვედრის პირდაპირ
ტრანსლაციას იხილავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტადიონზე დიდ ეკრანზე აჩვენონ დინამოს თამაში და არავინ არსად არ წავა. პირიქით გაივსება სტადიონი. და მაგარი ეფექტური იქნება.
aleqsa
11:17 11-08-2011
0

სიახლეები პოპულარული