ალექს გარსია: ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, პლეი ოფში ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გაირკვევა, ვეცდებით "დინამოს" გულშემატკივრები კარგი თამაშით გავახაროთ.
გიორგი ლორია: ჩემპიონატში ორი კარგი თამაში მოვიგეთ, უეფაზეც წარმატებულად ვითამაშეთ და ყველანი იმედიანად ვართ განწყობილნი.
ნიკა ფირცხალავა: რთული თამაში იქნება, ერთი პატარა ნაბიჯი დაგვრჩა, მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ და სასურველ შედეგს მივაღწევთ.
ლევან კაკუბავა: ვფიქრომ უკვე ისეთ ეტაპზე ვართ, რომ შეგვიძლია ჯგუფურ ეტაპში გასვლა. გამარჯვებულის ვინაობა განმეორებით მატჩში თბილისში გაირკვევა. სადაც მიზნის მიღწევაში გულშემატკივრები დაგვეხმარება.
ალექს
ლევანი ათენში თამაშს ვერ შეძლებს, მაგრამ მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს გუნდთან ერთად იქნება.
ლევან ხმალაძე: ტრავმის გამო თვენახევარი გამიცდა, თბილისში დაბრუნებისთანავე შევუდგები ვარჯიშს და იმედი მაქვს ორ კვირაში ოპტიმალურ ფორმაში ვიქნები. ძალიან მიხარია, რომ გუნდთან ერთად ვიქნები ასეთი პრინციპული მატჩის დროს.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით