ალექს გარსიამ რობერტინიო თბილისში დატოვა

AutoSharing Option
ხვალ 18 აგვისტოს, თბილისის "დინამო" უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრას ათენში ოლიმპიურ სტადიონზე "აეკის" წინააღმდეგ გამართავს. დინამოელები საბერძნეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ, ათენში კი სასტუმრო "Athens Ledra Marriott Hotel"-ში დაბინავდებიან.

სამწუხაროდ, წინა შეხვედრაში "რეიკიავიკთან" მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიცირებულია ჯაბა ჯიღაური, შემადგენლობაში არ არის ბრაზილიელი ფორვარდი რობერტინიო, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში "ვიტ ჯორჯიასთანაც" განაცხადშიც არ იყო.

დინამოელები ათენში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრნენ:

მეკარეები: გიორგი ლორია, გიორგი ნადირაძე
მცველები: დავით ოდიკაძე, ირჟი ჰომოლა,LლევანLკაკუბავა, გულვერდ თომაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი
ნახევარმცველები: ნიკა
კვეკვესკირი, გიორგი თექთურმანიძე, ალეკო კოშკაძე, ჩისკო, მიკელ ალვარო, კოტო, გოგა ბერაია, ნიკა ფირცხალავა
თავდამსხმელები: გიორგი კახელიშვილი, იაგუე, ირაკლი ლექვთაძე.

"დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ ათენში გუნდთან ერთად წაიყვანა ლევან ხმალაძე, რომელსაც ტრავმის გამო თვენახევარი გაუცდა. ლევანი ათენშიც ვერ ითამაშებს, მაგრამ გარსიამ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის დროს მისი გუნდთან ერთად ყოფნა საჭიროდ ჩათვალა.

ათენში გამგზავრებამდე "დინამოს" ვებგვერდმა ფეხბურთელებს კომენტარი ჩამოართვა.

ალექს გარსია: "ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, პლეი ოფის შეხვედრაში ყველაფერი ორი მატჩის ჯამში გაირკვევა, ვეცდებით, ფეხბურთით თავადაც ვისიამოვნოთ და "დინამოს" გულშემატკივრებიც გავახაროთ".

ლევან ხმალაძე: "ტრავმის გამო თვენახევარი გამიცდა, თბილისში დაბრუნებისთანავე შევუდგები ვარჯიშს და იმედია, ორ კვირაში ოპტიმალურ ფორმას აღვიდგენ. ძალიან მიხარია, რომ ასეთი პრინციპული მატჩის დროს გუნდთან ერთად ვიქნები".

გიორგი ლორია: "ჩემპიონატში ორი რთული მატჩი მოვიგეთ, უეფაზეც წარმატებულად ვითამაშეთ და ყველანი იმედიანად ვართ განწყობილნი".

ნიკა ფირცხალავა: "რთულ თამაშს ველით, ევროპის ლიგაში მოსახვედრად მცირე ნაბიჯი დაგვრჩა და სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ".

ლევან კაკუბავა: "ვფიქრობ, უკვე ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ჯგუფურ ეტაპში გასვლის უნარი შეგვწევს. გამარჯვებულის ვინაობა განმეორებით მატჩში გაირკვევა. იმედია, თბილისში გულშემატკივრებთან ერთან შევძლებთ მიზნის მიღწევას".

შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს აეკ-ისა და "დინამოს" შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" 22:45 საათზე გეგმავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზვიადი არა ბიჭო 5-0 მოუგებენ აეკ-ს ათენში :D:D:D
Giga
03:11 18-08-2011
0
რას ნიშნავს ორრაუნდიანია?
ან რა დროს საპასუხო თამაშის ხსენებაა?
გუნდის წარმომადგენლების კომენტარები არ მომწონს. რას მოელიან კონკრეტული თამაშიდან? წინდაწინვე აგებენ?
ზვიადი
22:38 17-08-2011
0

სიახლეები პოპულარული