"ტოტენჰემს" ედინბურგში სასტუმროს შოვნა გაუჭირდა

AutoSharing Option
„ტოტენჰემს“ დღეს ედინბურგში ევროლიგის თამაში ელის „ჰართსთან“. ლონდონელებს, რასაკვირველია, შოტლანდიური გუნდის ძლევა და შეჯიბრების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა აქვთ დაგეგმილი, მაგრამ პრობლემა შეექმნათ - სქოთთა დედაქალაქში ყველა მეტ-ნაკლებად ნორმალური სასტუმრო დაკავებული აღმოჩნდა.

საქმე ის არის, რომ ქალაქში, სადაც „ჰართსმა“ და „სფურზმა“ უნდა ითამაშონ, ედინბურგის ფესტივალი მიმდინარეობს.

საბოლოოდ ასე გადაწყდა: „დეზები“ ედინბურგიდან ერთი საათის სავალში, სენტ ენდრიუსში დაბანაკდნენ. რედნაპის ასისტენტმა ჯოი ჯორდანმა განაცხადა:

„რასაკვირველია, სასტუმროსთან დაკავშირებულმა პრობლემამ დაგვაბრკოლა, მაგრამ, ვფიქრობთ, ყველაფერს დავძლევთ“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული