თემურ ქეცბაია "დინამოს" "აეკთან" უქომაგებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ათენში უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრას დაესწრება, სადაც "აეკი" თბილისის "დინამოს" შეხვდება.

ქეცბაია დღეს დინამოელებს შეხვდა. ეროვნული ნაკრების თავკაცმა მნიშვნელოვანი მატჩის წინ ფეხბურთელები გაამხნევა და წარმატება უსურვა.

ქეცბაია, რომელიც წლების მანძილზე "აეკ"-შიც თამაშობდა, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს ალექს გარსიას მომავალი მატჩის შესახებ ესაუბრა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული