ალექს გარსია: ჩვენთვის მისაღები შედეგი გამარჯვება იქნება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ "აეკთან" უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედის წინ ათენის ოლომპიური სტადიონის საპრესნკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა. დინამოელთა თავკაცმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ალექს გარსია:  - ჩვენ კარგად შევისწავლეთ ბერძნული კლუბი და ვიცით მისი შესაძლებლობები. ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და მისაღებ შედეგს მივაღწიოთ.

- რომელი შედეგი იქნება თქვენთვის მისაღები?
- რა თქმა უნდა, ეს შედეგი გამარჯვებაა. ვიცით, რომ მოგება ძნელი იქნება, მაგრამ ეს ძალიან გვინდა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. შევეცდებით მატჩში აქცენტი კონტრშეტევებზე გავაკეთოთ. "აეკის"
თამაში ვნახეთ. სერიოზული მოწინააღმდეგეა და ჩემმა გუნდმა იცის, რა ბრძოლის გადატანა მოუწევს მოედანზე. ამ წყვილში გამარჯვებულის ვინაობა მაინც თბილისში გამოვლინდება.

მომავალი მატჩის წინ კომენტარი "აეკის" მთავარმა მწვრთნელმა მანოლო ხიმენესმაც გააკეთა: "მეტოქემ უკვე ექვსი ოფიციალური მატჩის გამართვა მოასწრო მაშინ, როცა ჩვენ არცერთი ჩაგვიტარებია. მართალია, ამხანაგური მატჩები მრავლად გვქონდა, სადაც ჩემი გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვის საშუალება მომეცა. "დინამოსთან" შეხვედრაში წარმატებისთვის 100 პროცენტით, და თუ საჭირო გახდა, 100-ზე მეტი პროცენტითაც უნდა დავიხარჯოთ".

მომზადებულია sportnet.gr-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული