ალექს გარსია: მეორე მატჩის წინ შანსებს არ შევაფასებ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ "აეკთან" ევროპის ლიგის პირველი მატჩის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა აღიარა. გარსია უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი მოთამაშეები ბოლო წუთებში ფეხბურთს არ თამაშობდნენ.

სამაგიეროდ გარსია პირველი ტაიმით დარჩა კმაყოფილი: "პირველი ნახევარი ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით. აი, მეორე ნახევარი გაცილებით რთული გამოდგა. განსაკუთრებით უკანასკნელ წუთები, როდესაც მხოლოდ თავდაცვაზე ვფიქრობდით.

შემიძლია ვთქვა, რომ "აეკმა" მეორე ტაიმში ძალიან კარგად ჩაატარა და დამსახურებულად გაიმარჯვა".

თბილისში განმეორებითი მატჩის წინ გარსიამ შანსების შეფასებისგან თავი შეიკავა, მაგრამ აღნიშნა, რომ "დინამო" რევანშის
აღებას შეეცდება. მისი თქმით, "დინამოს" შანსები რომ იცოდეს, ხელთ ჰარი პოტერის ჯოხი უნდა ეპყრას.

შედეგით კმაყოფილი დარჩა "აეკის" ესპანელი დამრიგებელი მანოლო ხიმენესი: "ეს რთული მატჩი იყო, თუმცა საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩემმა მოთამაშეებმა მეორე გოლი თითქოს წესების დაცვით გაიტანეს. თუმცა მსაჯი ამ ყველაფერს უკეთ ხედავს".

პლეიოფის განმეორებითი შეხვედრა თბილისში 25 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია sportena.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამომ უკვე ბევრს მიაღწია წელსვე! გუნდი 2 თვის შექმნილია და ევროპა ლიგის ჯგუფურზე გასვლა უბრალოდ ფენომენალური მიღწევა იქნება და პატარა საოცრებაც მოხდება, მაგრამ ამას ნამდვილად არ ველი წელს და ვერც მოვთხოვ გუნდს.

ზესტაფონისგან კი უფრო მეტს ველოდი, გუნდი დიდი ხანია ერთად არის და ევროპა ლიგის ჯგუფურზე მოხვედრა შეუძლია. თუმცა, შარშანდელი შედეგი უკვე გააუმჯობესა ერთი საფეხურით წელს. შემდეგ წელს კი ნამდვილად უნდა გავიდეს ევროპა ლიგის ჯგუფურზე!
უძლევი
01:22 20-08-2011
0

სიახლეები პოპულარული