გუნდი დღეს ორჯერ ვარჯიშობს. დილის ვარჯიშზე საგურამოში ალექს გარსიას განკარგულებაში 22 ფეხბურთელი იყო: ლორია, გრიშიკაშვილი, კაკუბავა, ჰომოლა, თომაშვილი, ოდიკაძე, რეხვიაშვილი, ხმალაძე, კახელიშვილი, კვეკვესკირი, თექთურმანიძე, კოტო, ფირცხალავა, ალვარო, კოშკაძე, ჩისკო, ჯიღაური, ბერაია, ლექვთაძე, რობერტინიო, იაგუე და კაშია.
ტრავმის გამო დააკლდა ვარჯიშს ლადო ახალაია, მეკარე გიორგი ნადირაძე კი "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ითამაშებს.
გუნდი ხვალ დილით ივარჯიშებს და "აეკთან" მატჩის წინა შეკრებაზე სასტუმრო "ბომონდ-გარდენში" გადავა.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით