"აეკ"-ი უკვე თბილისშია

AutoSharing Option
ათენის "აეკ"-ი თბილისში ჩარტერული რეისით ჩამოვიდა.კლუბის წარმომადგენლემბა აეროპორტში ქართველ ჟურნალისტებთან მატჩისწინა კომენტარებზე უარი განაცხადეს.

გუნდი სასტუმრო "რედისონში" დაბინავდა.საქართველოს დედაქალაქს დაახლოვებით 50-მდე გულშემატკივარი და 20-მდე ბერძენი ჟურნალისტი ეწვია.

"აეკ"-ის მთავარი მწვრთნელი მანოლო ხიმენესი ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 19 საათსა და 30 წუთზე ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.20 საათზე კი "აეკ"-ის მატჩისწინა ვარჯიში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება, სადაც თბილისის "დინამო" საბერძნეთის "აეკ"-ს უმასპინძლებს.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული