შეხვედრის პირველი ტაიმი ზესტაფონელებისთვის არც თუ ისე კარგად დაიწყო, რადგან გუნდი იძულებული გახდა, მიღებული ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი ირაკლი ძარია და კახაბერ ალადაშვილი შეეცვალა.
მატჩის პირველ ნაწილში ბელგიელებმა ორი გოლის გატანა მოახერხეს, კერძოდ კი ჯოზეფ აკპალამ, რომელმაც დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმში სიტუაცია ანგარიშის მხრივ არ შეცვლილა და საბოლოოდ "ბრიუგემ" შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო.
"ბრიუგე"-"ზესტაფონი" 2:0 (2:0)
გაფრთხილებები: ძარია (21), ვასკესი (21), ონიანი (23), ალადაშვილი (34),
ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, გიორგი ონიანი, მამუკა კობახიძე, კახაბერ ალადაშვილი (საჯაია 44), ნიკოლოზ გელაშვილი, ირაკლი ძარია (ბენაშვილი 33), ჯაბა დვალი, შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ზაალ ელიავა, თორნიკე აფციაური (წინამძღვრიშვილი 57).
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ბრიუგე: კოლინ კოოსემანსი, ტომ ჰეგლი, მიქაელ ალმებეკი, კარლ ჰუფკენსი, ნიკი ზიმლინგი, ლიორ რაფაელოვი, ნაბილ დირარი, ვიქტორ ვასკესი (ბლონდელი 65), ჯოზეფ აკპალა (მენიე 71), რაიან დონკი, ვადის ოჯიჯა (ვან ანკერი 78).
მწვრთნელი: ადრი კოსტერი