თავდაპირველად ჟურნალისტებს სტუმარი გუნდის თავკაცი მანოლო ხიმენესი შეხვდა, შემდეგ კი "დინამო" თბილისის თავკაცი ალექს გარსიაც ვიხილეთ.
მანოლო ხიმენესი: ჩემმა გუნდმა სწრაფი გოლი გაუშვა და სათამაშო სქემა პირველ ნახევარში ფაქტობრივად აგვერია. შესვენებაზე ჩემ ბიჭებს დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ კონტრშეტევებზე თამაში გვმართებდა, უნდა დავლოდებოდით ჩვენს შანსს და მაქსიმალურად უნდა გვეცადა შემდეგ მისი გამოყენება. პირველ მატჩის შემდეგ მე აღვნიშნე, რომ საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან
ალექს გარსია: ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ მოვახერხეთ და ანგარიში საწყის წუთებშივე გავხსენით. პირველი ტაიმი ჩვენი კარნახით წარიმართა და ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი გოლის გატანაც შეგვეძლო, თუმცა ფორტუნა ამ შემთხვევაში ჩვენს მხარეს არ აღმოჩნდა. მეორე ტაიმში კი მეტოქემ ცვლილებები შეიტანა სათამაშო სქემაში, ვატყობდი, რომ მოედნის ცენტრს ვკარგავდით და ახალი ძალებით გადავწყვიტე მეტოქესთან შებმა.
რაც შეეხება გაშვებულ გოლს, მასში კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის დადანაშაულებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვიღაცას შეუძლია დაცვას დააბრალოს გოლი, ვიღაც კი იტყვის - ლორიამ ვერ აიღო პენალტიო... მე კი ერთს გეტყვით - თუკი გუნდი იგებს, იგებენ ფეხბურთელები, თუკი "დინამო" რომელიმე შეხვედრაში დამარცხდება იცოდეთ, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ალექს გარსიაა. მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს და იმ გულშემატკივრებსაც, რომლმებმაც დღეს ნამდვილი საფეხბურთო გარემო შექმნეს და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ "დინამოს" საკუთარ კედლებში სასურველი შედეგისთვის მიეღწია.
fcdinamo.ge