ლუის ენრიკე: გადაწყვეტილებებს გულშემატკივრების აზრისგან დამოუკიდებლად ვიღებ

AutoSharing Option
"რომას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ახსნა, თუ რატომ შეცვალა "სლოვანთან" ევროპის ლიგის მატჩის ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გუნდის ლიდერი ფრანჩესკო ტოტი.

"ყველა ტოტის შესახებ მეკითხება. ფანების აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ვხედავ, რა ხდება ვარჯიშებზე და ამის საფუძველზე ჩემს გადაწყვეტილებებს ვიღებ. გულშემატკივრები ჩემს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას ვერ მოახდენენ.

თამაშის მიმდინარეობისას მასში ცვლილებები შევიტანე, რათა შეხვედრის ბედზე დადებითად ემოქმედა. ახლა ჩემი გაკრიტიკება ძალიან ადვილია. მაგრამ მე ჩემი არჩევანი გავაკეთე", - განაცხადა რომაული გუნდის თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ "რომამ" "სლოვანთან" ორი შეხვედრის ჯამში 1:2 წააგო
და ევროპის ლიგის გათამაშებას გამოეთიშა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული