"შალკეს" ფორვარდმა კლას-იანს ჰუნტელაარმა გუშინ ევროპის ლიგაში "ლარნაკასთან" შეხვედრაში ცხვირის ორმაგი მოტეხილობა მიიღო.
ფეხბურთელმა ცხვირი თანაგუნდელთან ჟოელემ მატიპომთან შეჯახების დროს დაიზიანა.
როგორც გაირკვა, ჰოლანდიელ თავდამსხმელს მატჩის დასრულებისთანავე გაუკეთეს ოპერაცია. ჰუნტელაარის გამოჯანმრთელების ვადა უცნობია. მომზადებულია Bild-ის მიხედვით