ლეგიონერები ევროპის ლიგაზე - ერთი გავარდა, ორს შანსი დარჩა

AutoSharing Option
იმ სამი ქართველიდან, რომელთა კლუბები ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობენ, მეხუთე ტურში ორმა ითამაშა. სათადარიგოთა სკამზე ჯდომას დასჯერდა საბა კვერკველია, რომლის "რუბინმაც" შინ ირლანდიური "შემროკ როვერსი" 4:1 გაანადგურა.

"რუბინს" ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში საბერძნეთში პაოკ-თან ფრეც ჰყოფნის. ახალგაზრდა ქართველ მცველს იმ შეხვედრაში მონაწილეობის კარგი შანსი აქვს, რადგან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო მისი უშუალო კონკურენტი, ესპანელი სესარ ნავასი გამოტოვებს.

ჰაიფას "მაქაბი" კვიპროსზე აეკ-თან 1:2 დამარცხდა და, მართალია, ჯგუფში მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ ბოლო ტურში შინ გერმანული "შალკეს" დამარცხება სჭირდება, რომელსაც, თავის მხრივ,
მეთექვსმეტედფინალის საგზური უკვე დაბევებული აქვს. ლადო დვალიშვილმა აეკ-თან შეუცვლელად ითამაშა.

გრაცის "შტურმის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა გიორგი ფოფხაძე, რომელმაც მოსკოვში, "ლოკომოტივთან" 1:3 წაგებულ შეხვედრაში სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. ავსტრიელები ტურნირს უკვე გამოეთიშნენ, მათთვის ბოლო ტური ფორმალობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული