ალექს ფერგიუსონი: ევროპის ლიგის მოგება გვსურს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "აიაქსთან" ევროპის ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩის წინ განაცხადა, რომ მანჩესტერელების წინაშე ტურნირის მოგების ამოცანა დგას.

"ამ ტურნირის მოგება გვსურს. მას ძალიან სერიოზულად ვეკიდები. გამარჯვებისთვის ვართ განწყობილნი. ევროპულ კამპანიაში კვლავინდებურად ვმონაწილეობთ. ევროპის ლიგაში ფეხბურთის დონე ძალიან მაღალია.

უბრალოდ შესანიშნავია, რომ შაბათს მატჩი არ გვაქვს დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ ამსტერდამში უძლიერესი შემადგენლობის დაყენება შემეძლება", - აღნიშნა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ 1/8 ფინალში გასვლის შემთხვევაში "მანჩესტერ იუნიატედი" ბილბაოს "ატლეტიკის" და მოსკოვის "ლოკომოტივის" წყვილში გაამრჯვებულს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული