ამის შესახებ ავსტრიული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
გასული კვირის ბოლოს ზალცბურგში სპეციალური სოსისების U-Krainer-ის გაყიდვა დაიწყეს. სოსისები სპეციალურ ქაღალდის თეფშებზე იყიდება, რომელშიც კუპონია ჩადებული. სწორედ ამ კუპონის საშუალებით შევლენ გულშემატკივრები სტადიონზე და გუნდების თამაშს დაესწრებიან, რომელიც 16 თებერვალს გაიმართება.
სოსისის ფასს ავსტრიული კლუბის ვებ-გვერდი არ აცხადებს.
ასეთი ნაბიჯისკენ ავსტრიელებს ძლიერმა ყინვებმა უბიძგეს, რომლის გამოც დიდი შანსია, სტადიონი ბოლომდე არ აივსოს.