ევროპალიგა. 1/16 ფინალი: როცა ცხვირი და ყურები იყინება

AutoSharing Option
16 თებერვალს ევროპის ქალაქებში ევროპალიგის პლეი ოფის პირველი ეტაპის 14 მატჩი გაიმართება. ორი უკვე შედგა სამშაბათს, თუმცა მთავარი ბატალიები 16 თებერვალსაა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან იმდენი კარგი გუნდი "გადმომისამართდა" ამ ტურნირზე, რომ, ნებით თუ უნებლიედ, ევროპალიგის პრესტიჟიც გაიზარდა.

მოგეხსენებათ, ევროპაში უჩვეულოდ ცივა. წარმოიდგინეთ, რა იქნება მოსკოვში, სადაც ყინვა ჩვეული ამბავია. ამიტომაც, ყველაზე მეტად "ბილბაოს" ფეხბურთელებს გაუჭირდებათ, რომელთაც მოსკოვის "ლოკომოტივთან" მოუწევთ დაპირისპირება.

რუსეთის დედაქალაქში ისე ცივა, რომ ბასკებმა მხოლოდ დახურულ მანეჟზე გაბედეს ვარჯიში, თუმცა ფოტოს მიხედვით ვერ იტყვით, რომ ეს დიდი
შეღავათია.

ყველაზე საინტერესო დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ამსტერდამში შედგება, სადაც "აიაქსი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს. მასპინძლების მთავარი პრობლემა ნახევარმცველ ტეო იანსენის არყოფნაა. სერ ალექს ფერგიუსონს არ ეყოლება ტრიო: ბერბატოვი, ევრა და გიგზი.

დიდი დაპირისპირება იქნება რომშიც, სადაც დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" ჩაჰყავს ყოფილ გუნდ "ლაციოსთან" სათამაშოდ. არგენტინელმა სწორედ ამ ორ გუნდში გაითქვა სახელი. ახლა კი "როხიბლანკოსის" მწვრთნელია.

ევროპალიგა. 1/16 ფინალები

16 თებერვალი
ლოკომოტივი-ბილბაო 21:00
აიაქსი-იუნაიტედი 21:00
ალკმაარი-ანდერლეხტი 22:00
ლაციო-ატლეტიკო 22:00
ლეგია-სპორტინგი 22:00
პლზენი-შალკე 22:00
ზალცბურგი-მეტალისტი 22:00
პორტუ-სიტი 00:05
ჰანოვერი-ბრიუგე 00:05
სტიაუა-ტვენტე 00:05
სტოკი-ვალენსია 00:05
ტრაბზონი-პსვ 00:05
უდინეზე-პაოკ 00:05
ვისლა-სტანდარდი 00:05

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პორტუ - სიტი ნაკლებია?
mircho
14:33 16-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული