"ვფიქრობ, რომ ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა, რომლის გამოყენებაც ვერ შევძელით. თუმცა მეორე ტაიმში გამოვასწორეთ.
ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ისე ეთამაშათ, როგორც იციან და შეუძლიათ. შედეგად მეორე ტაიმში მეტოქის კარის აღების შვიდი-რვა შანსი გვქონდა. მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ "პორტუს" საგოლე მომენტების შექმნის საშუალება არ მივეცით, რომელიც ძლიერი გუნდია", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.