მიროსლავ კლოზე მადრიდის "ატლეტიკოსთან" არ ითამაშებს

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" გერმანელი ბომბარდირი მიროსლავ კლოზე მადრიდის "ატლეტიკოსთან" ევროპის ლიგის 1/16 ფინალის საპასუხო დაპირისპირებას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ "სტადიო ოლიმპიკოზე" გამართულ პირველ შეხვედრაში "ატლეტიკომ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 3:1. სწორედ მიროსლავმა გახსნა იმ შეხვედრაში ანგარიში, შემდეგ კი უკვე რადამელ ფალკაომ გაიბრწყინა.

ცნობილი გახდა, რომ კლოზე თანაგუნდელებს მადრიდში ვერ დაეხმარება. მიროსლავს ზურგის ტკივილი აწუხებს და "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა ედუარდო რეიამ მისი გაფრთხილება გადაწყვიტა.

კლოზეს გარდა "ლაციოს" ლაზარეთში ტომაზო როკი, კრისტიან ბროკი, ლორიკ ცანა, ჯუზეპე ბიაზი და მარიუს სტანკიავიჩუსი იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული