ალექს ფერგიუსონი: "მანჩესტერ იუნაიტედს" ბილბაოს "ატლეტიკის" ბარიერის გადალახვა შეუძლია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შანსი არ დაუკარგავს.

"ოლდ ტრაფორდზე" გამართულ პირველ შეხვედრაში მანჩესტერელები ბილბაოს "ატლეტიკთან" ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ.

"უნდა ვაღიარო, რომ სტუმრებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს, რადგან ჩემი გუნდი დაჯაბნეს. ჩვენი დაცვა მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა, რაც მთლიანად თამაშზეც აისახა.

შეტევაში დროდადრო კარგ და სანახაობრივ თამაშს მაინც ვაჩვენებდით.

ეჭვიც არ მეპარება, რომ შემდეგ რაუნდში გასვლა შეგვიძლია, რადგან ვაჩვენეთ, რომ "ატლეტიკის" წინააღმდეგ საგოლე მომენტების შექმნა შეგვიძლია. უბრალოდ, აუცილებელია დაცვაში უფრო საიმედოდ ვითამაშოთ", -
განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული