ფრანჩესკო გვიდოლინი: კრიტიკის ღირსი ვარ, ანტონიო დი ნატალე რომ არ ვათამაშე

AutoSharing Option
"უდინეზეს" მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო გვიდოლინიმ, რომლის გუნდიც ევროპის ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში "ალკმაართან" (0:2) დამარცხდა, თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ ფრიულელებისთვის დაკარგული ჯერ არაფერია.

"პირველ ტაიმში უარესად ვთამაშობდით, მაგრამ გოლი არ გაგვიშვია; მეორე ტაიმი კი უკეთესად ჩავატარეთ და მაინც ორი გოლი გავუშვით.

რა თქმა უნდა, "ალკმაარი" კარგი გუნდია, მაგრამ დაპირისპირება ორმატჩიანია და ჩვენთვის ჯერჯერობით დაკარგული არაფერია.

დი ნატალეს რომ ეთამაშა, შედეგი შეიცვლებოდა? არ ვიცი. მისი სკამზე დატოვება ჩემი გადაწყვეტილება იყო.

ნორმალური იქნება, თუ ამ გადაწყვეტილებისთვის გამაკრიტიკებენ - მე ხომ მნიშვნელოვან თამაშში
საუკეთესო ბომბარდირი არ ვათამაშე?! ნებისმიერ კრიტიკას მივიღებ", - თქვა გვიდოლინიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული