ესპანურმა გუნდმა მასპინძლებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
"ჩემმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს. ამიტომ ძალიან კმაყოფილები ვართ. ვიცოდით, რომ პირველი 15 წუთის მანძილზე გაგვიჭირდებოდა, რადგან მეტოქე ზეწოლას განახორციელებდა, მაგრამ შემდეგ თამაშის სადავეების საკუთარ ხელში აღება მოვახერხეთ.
შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმში "ატლეტიკომ" უზადო ფეხბურთი ითამაშა. გოდინისა და მირანდას თამაშს გამოვარჩევდი. კარგია, როდესაც მცველები მაღალ დონეზე თამაშობენ", - თქვა არგენტინელმა სპეციალისტმა.