ატლეტიკო-ბილბაო 3:0 (იხილეთ ვიდეო)
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში - სუარესი, გაბი - დიეგო (90. კოკე), ადრიან ლოპესი (88. სალვიო), არდა თურანი (92. დომინგესი) - ფალკაო.
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე (46. ი. გომესი) - ანდერი (63. ტოკერო), იტურასპე (46. ი. პერესი), დე მარკოსი - სუსაეტა, ფ. ლორენტე, მუნიაინი.
გოლები: 1:0 ფალკაო (7), 2:0 ფალკაო (34), 3:0 დიეგო (85)
გაფრთხილება: ფალკაო - ანდერი, ამორებიეტა, პერესი, სუსაეტა
კუთხური: 3-8; ჯარიმა: 25-13; თამაშგარე:
მაყურებელი: 52 347
აბა, რას წარმოიდგენდა ის სამი ბასკი სტუდენტი, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკის" სიყვარულით მადრიდში ქმნიდა ანალოგიურ კლუბს, რომ მათი პირმშო 109 წლის შემდეგ სწორედ "ბილბაოს" არ დაანებებდა პირველი ევროტიტულის მოპოვებას.
"ატლეტიკო" უეფას თასზე (და მის მემკვიდრე ევროპალიგაზე) მე-100 მატჩს თამაშობდა და იუბილე დიეგო სიმეონეს გუნდმა ტიტულის მოპოვებით აღნიშნა.
ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როცა რადამელ ფალკაომ ცაციით გორკა ირაისოსის კარის შორეულ მაღალ კუთხეში გაიტანა. ამ გოლით კოლუმბიელი ჩამოსცილდა ბომბარდირთა დავაში "შალკეს" ჰოლანდიელ შემტევ კლაას-იან ჰუნტელაარს.
34-ე წუთზე ფალკაომ სულაც დუბლი შეასრულა - ფერნანდო ამორებიეტას ბურთი "მოპარეს", არდა თურანმა ჩააწოდა, ხოლო ფალკაომ საჯარიმოში ბრწყინვალე ფინტით ხახამშრალი დატოვა ბასკთა დაცვა და მეკარე.
მეორე ტაიმში მარსელო ბიელსამ შეცვლებს მიმართა, რამაც თამაშის ხასიათი პირწმინდად შეცვალა - ბილბაოელებმა მადრიდელთა კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს და... 85-ე წუთზე კონტრშეტევით დაისაჯნენ - ბრაზილიელმა დიეგომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ფინალის ბედიც გადაწყვიტა - 3:0.
ევროპალიგის ყველა გამარჯვებული
2010 - ატლეტიკო (ესპანეთი)
2011 - პორტუ (პორტუგალია)
2012 - ატლეტიკო (ესპანეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"