როგორც ცნობილი იყო, საქართველოს თასის მფლობელს ასპარეზობა პირველივე ეტაპიდან უნდა დაეწყო, თუმცა უეფას წერილს თან ახლავს განმარტებები, თუ რის გამო განხორციელდა ეს ცვლილებები.
წინა წლის შედეგებიდან გამომდინარე, საშეჯიბრო ცხრილში სხვადასხვა საკვალიფიკაციო ეტაპზე გაჩნდა სხვადასხვა ვაკანსია. მაგალითად, მე-16 და მე-17 პოზიციაზე განთესილი ქვეყნების (ისრაელისა და შვედეთის) თასების მფლობელებმა III საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადაინაცვლეს და ასპარეზობას II ეტაპიდან დაიწყებენ. მე-19 და მე-20 პოზიციაზე
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის თასის მფლობელი გუნდი, მოლდოვის, ლიტვისა და ლატვიის გუნდების მსგავსად, ასპარეზობას პირველი ეტაპიდან აღარ დაიწყებს და შეჯიბრებაში II ეტაპიდან ჩაერთვება.
სპორტული კუთხით, ეს კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ნაკლები გზაა გასავლელი, მაგრამ გათამაშების მეორე ეტაპიდან დაწყება ფინანსურად არც ისე სასურველია, რადგან კლუბი ევროპის ლიგის ყოველ ეტაპზე მონაწილეობისთვის 90 ათას ევროს იღებს.
გვიან დაწყება: კარგია თუ ცუდი? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
ევროტურნირები: "ზესტაფონი" და "მეტალურგი" განთესილები იქნებიან