ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგას დაემშვიდობა

AutoSharing Option
12 ივლისს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა. ქუთაისის "ტორპედო" ყაზახეთის "აქტობეს" ესტუმრა.

გია გეგუჩაძის გუნდს შინ პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგის გამო (1:1) ყაზახეთში, მინიმუმ, გოლის გატანა მართებდა.

ქუთაისელები მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გამოვიდნენ: ომარ მიგინეიშვილი, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი გურული, ნიკოლოზ საბანაძე, დავით დიღმელაშვილი, გრიგოლ დოლიძე, გიორგი დათუნაიშვილი, რევაზ გოცირიძე, დათა რიგვავა, ალექსანდრე კვახაძე, ვალერი ბოლქვაძე.

მატჩის პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა. აღსანიშნავია ყაზახთა აქტიურობა და "ტორპედოს" მეკარის, ომარ მიგინეიშვილის კარგი თამაში. მან ქუთაისელთა კარი აშკარა გოლისგან არაერთხელ იხსნა, როგორც
პირველ, ასევე მეორე ტაიმში. თუმცა მატჩის 75-ე წუთზე ქუთაისელი მცველების უყურადღებობის გამო მეურვეობის გარეშე დარჩენილი ბიკმაევის დარტყმის წინააღმდეგ ვეღარაფერი გააწყო.

მატჩის დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და გია გეგუჩაძის გუნდი ევროპალიგას პირველსავე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 6 /
სართოდ ვერც გუნდი და ვერც მაყურებელმა ვერ გაამართლა.მაყურებელზე იმიტომ ვამბობ რომ თიტქოს თეატრში იყვნენ გუნდი საერთოდსაბავშვო ბაღი. 2-მ ში პას ვერ აკეთებენ,ვერ ურტყამენ ვერ აჩერებენ ვერ ატყუებენ, მწვრთნელის ხელწერა საერთოდ არ აქვს.
0
მეგობრებო მე, თუ მკითხავთ ტორპედოს თამაშს კომენტარი არ სჭირდება -,,ეს არის ქუჩის გუნდი,, სახელდახელოდ შეკრებილი, სადაც ერთად - ერთი ნათელი წერტილი მეკარეა. ამ გუნდის გაშვება საზღვარგარეთ არის დიდი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყნის სირცხვილი. გუშინ მოედანზე იდგა 10 უსაქმური და თვითონაც ვერ ხვდებოდნენ, თუ როგორ მოხვდნენ იმ გაუგებრობაში.
merab
10:43 13-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული