საინტერესოა, რომ განაცხადში სულ 20 ფეხბურთელია:
მეკარეები: შტეფან რასმუსენი, ემილ ოუსაგერი
მცველი: არტურ სორინი, ატლე რევ ჰალანდი, მიკელ კირსესკოვი, ანდერს კურე, იენს იონსონი, ადამ ეკერსლი.
ნახევარმცველები: შტეფან პეტერსონი, ჰიალტე ნორეგაარდი, მარტინ იორგენსენი, უსამა ახარაზი, კასპერ ლენი, სერან ბერგი, დავით დევდარიანი, ედაფე ეგბედი.
თავდამსხმელები: აარონ იოაჰანსენი, პეტრ გრაულუნდი, მორტენ მოლდსკრედი, დავით სხირტლაძე.
კლუბის პრეს-სამსახურის განცხადებაში განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ განაცხადში მოხვდა დავით დევდარიანი, მასალასაც ქართველი ლეგიონერის სურათი ახლავს.
13 ივლისს "ორჰუსმა" ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა "ოლბორგთან" ჩაატარა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
დავით სხირტლაძე სათადარიგოთა შორის იყო, დევდარიანი კი მოედანზე 64-ე წუთზე პეტრ გრაულუნდის ნაცვლად გამოჩნდა.
"ორჰუსი" საკმაოდ სწრაფად და ორგანიზებულად თამაშობდა, გუნდს სათამაშო დიციპლინა ეტყობოდა, მაგრამ მის შეტევებს ფანტაზია აკლდა, დაცვას კი - მობილიზება.
ვითარება მოედანზე დევდარიანის გამოსვლის შემდეგ შეიცვალა: დანიელთა ქართველმა ლეგიონერმა მშვენიერი დაბრუნება მოიწყო, ყველა შეტევას ის იწყებდა და კომენტატორი ქართველის გვარს ლამის ყოველ წინადადებაში წარმოთქვამდა.
ანგარიში სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა: 85-ე წუთზე საჯარიმოში შეჭრილი ქართველი ფეხბურთელი "ოლბორგის" მცელმა მოცელა, პენალტი კი მარტინ იორგენსენმა გამოიყენა.
დამატებულ დროში დევდარიანის შორეული გადაცემის შემდეგ "ორჰუსს" კარის აღების მეორე შანსიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა, "ოლბორგის" შეტევისას კი მცველები უხეშად შეცდნენ და ბოლო წუთზე ჯეპე კურტმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილა" გერმანიაში გაემგზავრა
თემურ შალამბერიძე: "ორჰუსი" ვნახე. იმედია, შემდეგ ეტაპზე გორის "დილა" გავა
დავით დევდარიანი დანიურ "ორჰუსს" დაუბრუნდა