"მიხარია, რომ ასეთ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ კიდევ უფრო ის მახარებს, რომ გამარჯვება სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მოგვიტანეს, რომლებიც "ატლეტიკოს" შემადგენლობაში 90 წუთს პირველად თამაშობდნენ.
ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და აუცილებელია გვესმოდეს, რომ ისინიც გუნდის ნაწილნი არიან.
ერთი და იგივე ფეხბურთელების გამოყენება არასდროს მიყვარდა, რომლებიც მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში გამოდიან და ვინც შეცვლაზე გამოდის. როტაციაა საჭირო. საჭიროა აბსოლუტურად ყველას ესმოდეს, რას ვითხოვ მათგან", - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. I ტური: ედუარდო ვარგასს ფალკაოობა მოუნდა