რაულ გარსია: ტიტულის დაცვა გვსურს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ჰავბეკს რაულ გარსიას ევროპის ლიგის კვლავ მოგება სურს.

"მთავარმა მწვრთნელმა ჩემი შესაძლებლობების შესახებ იცის და ძალიან მიხარია, რომ გუნდში დაბრუნებულმა მაშინვე გავიტანე. აქ რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე მოვედით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იოლ გასეირნებას ველოდით. ჩვენმა ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს.

ნათელია, რომ ტიტულის დაცვა გვსურს. იოლი არ იყო, მაგრამ გუნდი გულდასმით მუშაობდა იმისთვის, რათა გამარჯვება მოეპოვებინა.

თუ მოდუნდებით, საჭირო გზით ვეღარ წახვალთ. ასეთი რამ უკვე შეგვემთხვა. შემდეგ რაღაცის მიღწევა მხოლოდ "სისხლის გაღებით" შეიძლება", - განაცხადა რაულ გარსიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული