უამრავი შეხვედრიდან ჩვენთან ყველაზე ახლოს ბაქოური დაპირისპირებაა - ადგილობრივი "ნეფთჩი" მილანის "ინტერს" მასპინძლობს.
სამწუხაროდ, ვერ ვიხსენებთ, რომ რომელიმე ქართული კლუბი შეხვედროდეს ევროთასებზე ამ დონის გრანდს (დამოუკიდებლობის პერიოდში).
თუკი "ინტერი" ორ გოლს გაიტანს, იტალიური კლუბი არსებობის ისტორიაში მე-500 გოლს შეწვდება ევროთასებზე!
ბუნებრივია, "ინტერი" პირველად არის ბაქოში. "ნერაძური" ევროთასებზე გოლების მაჩვენებლით დღეისათვის მე-11 ადგილზეა ევროპაში.
ბუქარესტის "სტიაუასაც" 2 გოლი უკლია ევროთასების იუბილემდე, თუმცა რუმინელთა მიღწევა გაცილებით მოკრძალებულია - "სტიაუა" ევროთასებზე 350 გოლს უტევს.
თუკი ევროპალიგის გამარჯვებული "ატლეტიკო" პლზენის "ვიქტორიას" მოუგებს, ეს ამ გუნდის ზედიზედ მე-15 გამარჯვება იქნება.
"ეინდჰოვენმა" არ უნდა წააგოს "დნიპროსთან", თუკი სურს ევროთასებზე ზედიზედ მე-20 დაუმარცხებელი საშინაო მატჩი გაიფორმოს.
A ჯგუფი
ანჟი-იანგ ბოიზი 20:00
ლივერპული-უდინეზე 23:05
B ჯგუფი
ატლეტიკო-პლზენი 23:05
აკადემიკა-ჰაპოელი 23:05
C ჯგუფი
მარსელი-აელ 23:05
გლადბახი-ფენერბაჰჩე 23:05
D ჯგუფი
ბრიუგე-მარიტიმუ 23:05
ნიუკასლი-ბორდო 23:05
E ჯგუფი
მიოლდე-შტუტგარტი 23:05
სტიაუა-კოპენჰაგენი 23:05
F ჯგუფი
აიკ-დნიპრო 23:05
პსვ-ნაპოლი 23:05
G ჯგუფი
ბაზელი-გენკი 21:00
ვიდეოტონი-სპორტინგი 21:00
H ჯგუფი
რუბინი-პარტიზანი 20:00
ნეფთჩი-ინტერი 20:00
I ჯგუფი
კირიათ შმონა-ლიონი 21:00
სპარტა-ბილბაო 21:00
J ჯგუფი
ლაციო-მარიბორი 21:00
პანათინაიკოსი-ტოტენჰემი 21:00
K ჯგუფი
მეტალისტი-რაპიდი 21:00
როსენბორგი-ლევერკუზენი 21:00
L ჯგუფი
ჰანოვერი-ლევანტე 21:00
ჰელსინგბორგი-ტვენტე 21:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"