საიდუმლო არაა, რომ ფინანსური თვალსაზრისით, ევროპის ლიგა ჩემპიონთა ლიგას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება; ასევე, პრესტიჟითაც, ამიტომ გუნდები წამყვანი ჩემპიონატებიდან ამ ტურნირის მატჩებში სარეზერვო შემადგენლობას ათამაშებენ.
უეფა ითხოვს, რომ კლუბების წარმომადგენლებმა და მწვრთნელებმა პრესკონფერენციებზე ევროპის ლიგა შეაქონ, რათა ამ ტურნირს პრესტიჟი აუმაღლდეს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ გაჩნდა ფრაზები, რომელთაც ტურნირის პრესტიჟის ასამაღლებლად გამოიყენებენ. მაგალითად, არ უნდა დაგვავიწყდეს საუბარი შეჯიბრების პრესტიჟულობაზე, რომელშიც "ევროპულ კლუბებს მნიშვნელოვანი ტიტულისთვის ბრძოლაში კარგი ფეხბურთის დემონსტრირება უხდებათ".