ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტურის მატჩები: რომში სისხლი დაიღვარა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის ცენტრალური მატჩი "ლაციოსა" და "ტოტენჰემს" შორის 0:0 დასრულდა და უგოლო ფრემ რომაულ კლუბს ჯგუფიდან გასვლა გაუნაღდა.

მატჩის დაწყებამდე კი რომის ცენტრში უსიამოვნო ფაქტი მოხდა: ცნობილ "კამპო დი ფიორის" ერთ-ერთ ბარში "ლაციოს" ულტრასები "ტოტენჰემის" ფანებს თავს დაესხნენ და ერთ-ერთ მათგანს გულმკერდის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

დაჭრილი ქომაგი გადარჩა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა.

VideoSportall.Ge
რომში ტოტენჰემის ფანს მკერდში დანა ჩასცხეს


მილანის "ინტერმა" ყაზანში მეორე შემადგენლობით ითამაშა და 0:3 დამარცხდა, რითაც "ნერაძურიმ" პირველ ადგილზე გასვლის შანსი დაკარგა.

"უდინეზემ" მახაჩყალაში 0:2 წააგო და ჯგუფიდან ვეღარ გავა, "ანჟი" კი პლეი ოფში ითამაშებს, რაც სამუელ ეტო'ოს დამსახურებაცაა, რომელმაც "უდინეზეს" მეორე გოლი გაუტანა.

ხარკოვის "მეტალისტმა" "ლევერკუზენს" 2:0 მოუგო და პირველი ადგილი გაინაღდა.

Sportall.Geევროპალიგაზე, "დნიპროს" შემადგენლობაში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ჰოლანდიაში პსვ-სთან სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მატჩის მიწურულს მოედნის დატოვება მეორე ყვითელი ბარათის გამო მოუხდა.

რაც მთავარია, მისმა გუნდმა ის მატჩი 2:1 მოიგო და ჯგუფის ლიდერია.


ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური

A ჯგუფი

ანჟი-უდინეზე 2:0
გოლები: 1:0 სამბა (72), 2:0 ეტო"ო (75)
გაძევება: ვილიანსი (80. უდინეზე)

ლივერპული-იანგ ბოიზი 2:2
გოლები: 1:0 შელვი (33), 1:1 ბობადილია (52), 2:1 კოული (72), 2:2 სარატე (88)

VideoSportall.Ge
ლივერპული - იანგ ბოისი 2:2


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ანჟი 5 3 1 1 6-2 10
2. ლივერპული 5 2 1 2 10-9 7
3. იანგ ბოიზი 5 2 1 2 11-12 7
4. უდინეზე 5 1 1 3 7-11 4

B ჯგუფი
ატლეტიკო-ჰაპოელი (თ) 1:0
გოლი: 1:0 მ. სუარესი (7)

აკადემიკა-პლზენი 1:1
გოლები: 0:1 ჰორვატი (57-პენ), 1:1 ედინიო (88-პენ)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 5 4 0 1 7-3 12
2. პლზენი 5 3 1 1 10-4 10
3. აკადემიკა 5 1 2 2 6-7 5
4. ჰაპოელი (თ) 5 0 1 4 2-11 1

C ჯგუფი
ბორუსია (მ)-აელ 2:0
გოლები: 1:0 დე კამარგო (79), 2:0 დე კამარგო (90)
გაძევება: ბებე (76. აელ)

მარსელი-ფენერბაჰჩე 0:1
გოლი: 0:1 ირტეგუნი (40)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფენერბაჰჩე 5 4 1 0 10-4 13
2. ბორუსია (მ) 5 2 2 1 8-6 8
3. მარსელი 5 1 2 2 9-8 5
4. აელ 5 0 1 4 1-10 1

D ჯგუფი
ნიუკასლი-მარიტიმუ 1:1
გოლები: 1:0 მარვუ (23), 1:1 ფიდელისი (79)

ბრიუგე-ბორდო 1:2
გოლები: 0:1 იუსიე (3), 0:2 იუსიე (40), 1:2 ლესტიენი (86)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორდო 5 3 1 1 8-5 10
2. ნიუკასლი 5 2 3 0 7-3 9
3. ბრიუგე 5 1 1 3 5-9 4
4. მარიტიმუ 5 0 3 2 2-5 3

E ჯგუფი
სტიაუა-შტუტგარტი 1:5
გოლები: 0:1 ტასკი (5), 0:2 ჰარნიკი (18), 0:3 გ. საკაი (23), 0:4 ოკაზაკი (31), 0:5 ოკაზაკი (55), 1:5 კოსტეა (83)

მიოლდე-კოპენჰაგენი 1:2
გოლები: 0:1 სანტინი (21-პენ), 1:1 ჩიმა (62), 1:2 გირლასონი (76)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სტიაუა 5 3 1 1 8-8 10
2. შტუტგარტი 5 2 2 1 9-5 8
3. კოპენჰაგენი 5 2 1 2 4-5 7
4. მიოლდე 5 1 0 4 5-8 3

F ჯგუფი
პსვ-დნიპრო 1:2
გოლები: 1:0 ვინალდუმი (18), 1:1 სელეზნიოვი (24), 1:2 კონოპლიანკა (74)
გაძევება: კანკავა (84. დნიპრო)

VideoSportall.Ge
პსვ - დნიპრო 1:2


აიკ-ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 ძემაილი (20), 1:1 დანიელსონი (35), 1:2 კავანი (90-პენ)
გაძევება: არონიკა (85. ნაპოლი)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დნიპრო 5 4 0 1 12-8 12
2. ნაპოლი 5 3 0 2 11-9 9
3. აიკი 5 1 1 3 5-10 4
4. პსვ 5 1 1 3 5-6 4

G ჯგუფი
ვიდეოტონი-გენკი 0:1
გოლი: 0:1 ფოსენი (19)

ბაზელი-სპორტინგი 3:0
გოლები: 1:0 შერი (23), 2:0 შტოკერი (66), 3:0 დ. დეგენი (71)
გაძევება: კაბრალი (66. ბაზელი)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გენკი 5 3 2 0 9-4 11
2. ბაზელი 5 2 2 1 7-4 8
3. ვიდეოტონი 5 2 0 3 5-6 6
4. სპორტინგი 5 0 2 3 2-9 2

H ჯგუფი
ნეფთჩი-პარტიზანი 1:1
გოლები: 1:0 ფლავინიო (10), 1:1 მიტროვიჩი (67)
გაძევება: მიტროვიჩი (77. პარტიზანი)

რუბინი-ინტერი 3:0
გოლები: 1:0 კარადენიზი (2), 2:0 რონდონი (86), 3:0 რონდონი (90)

VideoSportall.Ge
რუბინი - ინტერი 3:0


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუბინი 5 4 1 0 9-2 13
2. ინტერი 5 3 1 1 9-7 10
3. პარტიზანი 5 0 2 3 2-7 2
4. ნეფთჩი 5 0 2 3 2-6 2

I ჯგუფი
სპარტა-ლიონი 1:1
გოლები: 0:1 ბენზია (46), 1:1 ჰუსბაუერი (53)

შმონა-ბილბაო (გადაიდო)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 5 4 1 0 12-8 13
2. სპარტა 5 2 2 1 9-6 8
3. შმონა 4 0 2 2 6-9 2
4. ბილბაო 4 0 1 3 5-9 1

J ჯგუფი
პანათინაიკოსი-მარიბორი 1:0
გოლი: 1:0 ანინო (67-პენ)
გაძევება: მაჟერი (45. მარიბორი)

ლაციო-ტოტენჰემი 0:0

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლაციო 5 2 3 0 5-1 9
2. ტოტენჰემი 5 1 4 0 5-3 7
3. პანათინაიკოსი 5 1 2 2 3-8 5
4. მარიბორი 5 1 1 3 5-6 4

K ჯგუფი
მეტალისტი-ლევერკუზენი 2:0
გოლები: 1:0 კრისტალდო (46), 2:0 ქსავიერი (85)

როსენბორგი-რაპიდი 3:2
გოლები: 1:0 ჩიბუიკე (28), 1:1 შრამელი (53), 1:2 ბოიდი (66), 2:2 ელიუნოსი (76), 3:2 პრიკა (79)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მეტალისტი 5 4 1 0 9-2 13
2. ლევერკუზენი 5 3 1 1 8-2 10
3. როსენბორგი 5 2 0 3 7-9 6
4. რაპიდი 5 0 0 5 3-14 0

L ჯგუფი
ჰელსინგბორგი-ლევანტე 1:3
გოლები: 0:1 ანხელი (8), 0:2 დიოპი (37), 0:3 იბორა (81), 1:3 სორუმი (89)

ჰანოვერი-ტვენტე 0:0

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰანოვერი 5 3 2 0 9-6 11
2. ლევანტე 5 3 1 1 8-3 10
3. ტვენტე 5 0 4 1 4-7 4
4. ჰელსინგბორგი 5 0 1 4 6-11 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თითქოს უმნიშვნელო დეტალი გამოგრჩათ,მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი,კანკავა მეორე ყვითლით გააძევეს რაც ერთი მატჩის გამოტოვებად დაუჯდება,სტატიაში პირდაპირ მითითებული არ გაქვთ,მარა იგულისხმება რო პირდაპირ წითელი მიიღო რაც ორმატჩიან დისკვალიფიკაციას ნიშნავს,იმედია შეასწორებთ
jora
10:43 23-11-2012
0

სიახლეები პოპულარული