ანდრე ვილაშ-ბოაში ანტისემიტური ლოზუნგებისთვის რომის "ლაციოს" დასჯას ითხოვს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში უეფას მოუწოდებს, გამოიძიოს "ლაციოს" გულშემატკივართა მხრიდან ანტისემიტური ბანერების გამოფენისა და მოწოდებების ფაქტები.

ლონდონის "ტოტენჰემი" 22 ნოემბერს ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩში რომში "ლაციოს" დაუპირისპირდა.

"სტადიო ოლიმპიკოზე" გამართული შეხვედრის მსვლელობისას რომაული კლუბის ფანატებმა "ტოტენჰემს", რომლის გულშემატკივრებსაც სამშობლოში "ებრაელებს" უწოდებენ, არცთუ კორექტული შეძახილებით შეამკეს. ამასთან, ტრიბუნებზე გაჰყვიროდნენ: "თავისუფლება პალესტინას!"

"საჭიროა კიდევ ერთი გამოძიების ჩატარება. წინა შემთხვევაში უეფამ რეაგირება საკმაოდ სწრაფად მოახდინა და არც ეს ეპიზოდი უნდა დატოვოს უყურადღებოდ. ჩვენ დავაკვირდებით, რა მოხდება შემდგომ"
, - თქვა ვილაშ-ბოაშმა.

სექტემბერში, ამ გუნდების პირველი დაპირისპირებისას, "ლაციოს" ფანებმა ლონდონში მეტოქე რასისტული შეძახილებით შეამკეს, რისთვისაც რომაული კლუბი უეფასგან 40 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

ასევე იხილეთ:
ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტურის მატჩები: რომში სისხლი დაიღვარა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული