ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: "ინტერის" ლონდონური სირცხვილი [VIDEO]

AutoSharing Option
7 მარტს ევროპალიგის პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა და ზოგიერთ წყვილში თითქმის გაირკვა მეოთხედფინალისტის ვინაობა.

ანდრე ვილაშ ბოაშის
"ტოტენჰემმა" კუდით ქვა ასროლინა ანდრეა სტრამაჩონის "ინტერს" - გარეთ ბეილმა და კომპანიამ 3:0 იმარჯვა.

ცალი ფეხით მეოთხედფინალშია "ლაციოც", რომელმაც გერმანიაში 2:0 იმარჯვა.

სტუმრად მოგება, ალბათ, "ფენერბაჰჩესაც" დაუფასდება.

მოულოდნელი იყო რაფაელ ბენიტესის "ჩელსის" მარცხი "სტიაუასთან", თუმცა ლონდონელებს ჯერ ყველაფერი არ დაუკარგავთ.

ევროპალიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები
ანჟი (რუს)-ნიუკასლი (ინგ) 0:0

პლზენი (ჩეხ)-ფენერბაჰჩე (თურ) 0:1
გოლი: 0:1 ვებო (81)

სტიაუა (რუმ)
-ჩელსი (ინგ) 1:0
გოლი: 1:0 რუსესკუ (34-პენ)

VideoSportall.Ge
სტიაუა - ჩელსი 1:0


შტუტგარტი (გერ)-ლაციო (იტა) 0:2
გოლები: 0:1 ედერსონი (21), 0:2 ონასი (56)

VideoSportall.Ge
შტუტგარტი - ლაციო 0:2


ბაზელი (შვე)-ზენიტი (რუ) 2:0
გოლები: 1:0 მ. დიასი (83), 2:0 ა. ფრაი (93-პენ)
გაძევება: ნეტო (92. ზენიტი)

ბენფიკა (პორ)-ბორდო (საფ) 1:0
გოლი: 1:0 კარასო (21 ს.კ.)

ლევანტე (ესპ)-რუბინი (რუს) 0:0
გაძევება: ანსალდი (51. რუბინი), მიჩელი (54. ლევანტე)

ტოტენჰემი (ინგ)-ინტერი (იტა) 3:0
გოლები: 1:0 ბეილი (6), 2:0 სიგურდსონი (18), 3:0 ვერტონგენი (53)

VideoSportall.Ge
ტოტენჰემი - ინტერი 3:0


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული