"ნიუკასლი": აქცენტი ევროპულ ასპარეზზე

AutoSharing Option
"ნიუკასლმა" ბოლო თვე-ნახევარში სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გამოასწორა: 6-დან 4 თამაში მოიგო, აქედან სამჯერ - საშინაო შეხვედრაში, ცხრილში სამი საფეხურით დაწინაურდა და გასავარდნ ზონას უკვე 9 ქულით დაშორდა. სამშვიდობოს თავის დაგულების შემდეგ, ალან პარდიუს თქმით, მის გუნდს ახალი მიზანი აქვს - ევროპალიგაზე რაც შეიძლება, შორს გავიდეს. 7 მარტს ჯორდებმა "ანჟისთან" გასვლაზე 0:0 ითამაშეს. რასაკვირველია, განმეორებით შეხვედრაში ეს მათ შანსებს ერთიორად ზრდის. უქმეებზე "სტოკ სიტისთან" 2:1-ის შემდეგ "კაჭკაჭების" თავკაცმა ჟურნალისტების შეკითხვებს პრესკონფერენციაზე უპასუხა:

"ევროპალიგაზე შესანიშნავი შანსი გვაქვს 1/4-ფინალში გასასვლელად. გულშემატკივრებს ესმით ეს
სირთულე. ჩვენ ყოველი მათგანი დაგვჭირდება იმისთვის, რომ რამდენიმე დღეში "სენტ ჯეიმს პარკზე" სასურველი ატმოსფერო შევქმნათ და მიზანს მივაღწიოთ. 14 მარტის საღამო მთელი ნიუკასლისთვის შეიძლება ისტორიული გამოდგეს. ჩემპიონატში "სტოკთან" 3 ქულის აღება უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო.

ამის შემდეგ ჩვენ მთლიანად სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. იმისთვის, რომ ქვედა ლიგაში დაქვეითება თავიდან ავიცილოთ, დარჩენილ 9 შეხვედრაში 7 ქულა გვჭირდება, რასაც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ. შეგვიძლია, სეზონის ფინიშზე ისევე ძლიერად ავთამაშდეთ, როგორც შარშან ეს "ევერტონმა" გააკეთა. ზამთარში მოსული ფეხბურთელები ამაში ძალიან დაგვეხმარებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალან პარდიუ: "ნიუკასლის" გასვლა ჩემპიონთა ლიგაში ტიტულის მოგების ტოლფასი იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული