"ჩელსი" რუსეთის წარმომადგენელს, ყაზანის "რუბინს" მასპინძლობს. აი, რას ამბობს მასპინძელთა თავკაცი რაფა ბენიტესი:
"ეშლი კოულისა და კეჰილის ტრავმების გარდა, საკადრო პრობლემები არ გვაქვს. სამწუხაროდ, დაძაბული გრაფიკის გამო "რუბინთან" მატჩისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. როცა თამაშებს
ეშლი კოულს, რომელიც ახლახან 2 კვირით დაშავდა, შემადგენლობაში რაიან ბერტრანდი შეცვლის. გარი კეჰილიც ტრავმირებულია. ასე რომ, დაცვის ცენტრში დავიდ ლუისისა და ჯონ ტერის წყვილს ვიხილავთ. შეტევაში სასტარტოს უბრუნდება ფერნანდო ტორესი, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გამარჯვების გოლის ავტორი დემბა ბა ევროპალიგაზე ვერ ეხმარება "ჩელსის".
ყაზანის "რუბინის" თავკაც ყურბან ბერდიევს საკადრო პრობლემები არ აქვს. გუნდიც უფრო დასვენებულია. უეფას ფორმატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. თუმცა "ჩელსის" დადებითი ბალანსი აქვს რუსულ კლუბებთან დაპირისპირებაში - ყველა (4) შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
"ჩელსის" გარდა, ინგლისისთვის ტიტულისთვის კიდევ "ნიუკასლი" და "ტოტენჰემი" იბრძვიან. ლონდონელებმა ახლახან ჯერმაინ დეფო დაკარგეს, რაც "დეზებისთვის" დიდი დანაკლისია.
ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები
ბენფიკა-ნიუკასლი 23:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სალვიო - ტეილორი, ვუკჩიჩი, ბენ არფა, დებუში, ჰაიდარა (?), ტიოტე (?), კოლოჩინი (?)
ჩელსი-რუბინი 23:05
დისკვალიფიკაცია: ბა (ჩელ)
ტრავმა: კოული, კეჰილი (?)
ფენერბაჰჩე-ლაციო 23:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კლოზე (?)
ტოტენჰემი-ბაზელი 23:05
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლორისი, სანდრო, ქაბული, დეფო - დეგენი (?)
ბომბარდირები: 8 - ლიბორ კოზაკი (ლაციო); 7 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 6 - როდრიგო პალასიო (ინტერი); 5 - რაულ ბობადილია (იანგ ბოისი), სალომონ რონდონი (რუბინი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროპის ლიგის 1/4-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ