2015 წლიდან ევროპალიგაზე ქვეყანა სამ გუნდზე მეტს ვერ გაიყვანს

AutoSharing Option
24 მაისს ლონდონში უეფას მორიგი, 37-ე კონგრესი გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. ერთი ევროპალიგის სამომავლო მოწყობას შეეხება.

უეფა ჯერ კიდევ ხვეწს ამ ტურნირს და ცდილობს მისი პრესტიჟის ამაღლებას.

როგორც უკვე ვწერდით, უეფამ 2015 წლიდან ევროპალიგის გამარჯვებულს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მისცა. ასეთი გუნდი ლიგის პლეი ოფში იქნება დაშვებული, იმ შემთხვევაში, თუ ის ეროვნული ჩემპიონატის წყალობით მოიპოვებს ლიგაში ადგილს, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე დაიშვება.

2015 წლიდან ერთ ქვეყანას ევროპალიგაზე 3-ზე მეტი კლუბის გამოყვანის უფლება არ ექნება.

გაიზრდება იმ გუნდების რაოდენობა, რომელთაც პირდაპირ
დაუშვებენ ჯგუფურ ეტაპზე 6 დან 16-მდე. ისინი 12 მოწინავე ასოციაციას წარადგენენ.

ასევე იხილეთ:
თბილისი 2015-ის საგზურისთვის ბერლინსა და ვარშავაში იბრძოლებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული