ევროტურნირები

ევროპის ლიგა

გიორგი დევდარიანი: ყველაფერი თბილისში გაირკვევა

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა სპლიტის "ჰაიდუკთან" (1:0) ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენს მოწინააღმდეგეს. საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია, რომლებსაც კარგი მომავალი აქვთ.

ჩვენს შორის ჯერ ყველაფერი არ გარკვეულა და თბილისში ველით ძალიან რთულ თამაშს. ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი გულშემატკივრის წინაშე "ჰაიდუკი" შეგვიტევდა და ყოველი წუთი ჩვენთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

მე ვუთხარი ჩემს ფეხბურთელებს, რომ ჯერ მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი გადავდგით წინ და ყველაფერი საპასუხო მატჩში გაირკვევა, სადაც ჩვენი მოწინააღმდეგე კვლავ აგრესიულ ფეხბურთს
ითამაშებს და ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს",
- თქვა დევდარიანმა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


წყარო: fcdila.ge


ასევე იხილეთ:
ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]
ასევე დაგაინტერესებთ