ანდრე ვილაშ-ბოაში: "დინამოს" მატჩზე სკაუტი გვყავდა და ვიცით, როგორ თამაშობენ

AutoSharing Option
22 აგვისტოს თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის პლეი ოფის შეხვედრას ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართავს.

21 აგვისტოს "დინამო არენის" მედიადარბაზში "ტოტენჰემის" მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა.

ჟურნალისტთა წინაშე გუნდის პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში და იუნეს კაბული წარსდგნენ.

იუნეს კაბული: "ჩვენი მეტოქის შესახებ ბევრ ინფორმაციას არ ვფლობთ, თუმცა ვფიქრობ, რომ კარგი გუნდი უნდა იყოს. ტურნირის ამ სტადიაზე მოხვედრილ გუნდთან თამაში ადვილი ნამდვილად არ იქნება.

რასაკვირველია, ორივე გუნდს ძალზედ სურს ჯგუფურ ეტაპზე თამაში, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ ჩამოსულნ
ი, რომ შინ დადებითი შედეგით დავბრუნდეთ.

დარწმუნებულნი ვართ
საკუთარ შესაძლებლობებში. პროფესიონალები ვართ, ყველა თამაშს სერიოზულად ვუდგებით და ყველა მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ".


ანდრე ვილაშ-ბოაში: "ამ სეზონში ეს ჩვენი მეორე ოფიციალური თამაშია. "დინამოს" წინააღმდეგ თუ რა ტაქტიკით ვითამაშებთ, ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია.

დინამო-სტიაუას დაპირისპირების ორივე მატჩი ვნახე, შემდეგ კი ჩვენ სკაუტი გვყავდა გამოგზავნილი "დინამოს" თამაშზე და დაახლოებით გვაქვს წარმოდგენა, როგორ თამაშობენ.

"დინამოს" კარგად გამოსდის კონტრშეტევების განხ
ორციელება. "აკადემიკაში" მუშაობისას ჩემს გუნდში ირიცხებოდა პატრიკ ვუო, რომლის შესაძლებლობებიც ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია.

ასევე მინდა გამოვყო დინამოელი ჩისკო, რომელიც საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია.

დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მეცოდინება დაახლოებითი მონახაზი, თუ როგორ ვითამაშებთ ხვალ.

"დინამოს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ აარონ ლენონი, იან ვერტონგენი და გარეთ
ბეილი - მათ ჯერ კიდევ ტრავმები აქვთ".

წყარო: fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლენონი თუ არა უოლკერი წალეკავს ფლანგს...
Dinamo Fan
19:21 21-08-2013
0
ვაიმე დინამოო :)
dinamooo
21:10 21-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული