თბილისის "დინამო" "ტოტენჰემთან" გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა

AutoSharing Option
22 აგვისტოს "დინამო არენაზე" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლა.

მატჩის მე-13 წუთზე ანგარიში ლონდონელებმა გახსნეს. გატანილი გოლის ავტორი ანდროს თაუნსენდი გახდა. შეხვედრის 38-ე წუთზე "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა ჩისკომ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე პატრიკ ვუო შევიდა. მეორე ტაიმის მიწურულს "ტოტენჰემმა" მეორე გოლის გატანაც მოახერხა. ამჯერად პაულინიო გამოირჩა.

მეორე ტაიმში დარკო გლიშიჩის მაგივრად გიორგი პაპავა შემოვიდა. შეხვედრის 58-ე წუთზე კი მეტოქემ რობერტო სოლდადოს გოლის წყალობით უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. სტუმრები ამაზე არ
გაჩერებულან და 64-ე წუთზე გოლის გატანა უკვე "ტოტენჰემის" სამმა ნომერმა დენი როუზმა მოახერხა.

67-ე წუთზე დუბლი "ტოტენჰემის" ესპანელმა ფორვარდმა რობერტო სოლდადომ გაიფორმა და საბოლოო ანგარიში გამანადგურებელი გახდა - 0:5.
მკითხველის კომენტარები / 14 /
დათო იმაში გეთანხმები, რომ ის შედეგი დადგა, რაც სავსებით ლოგიკურია და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. არ გვინდა ეს პიარ-ილუზიები მედიაში. მეც ვაკვირდებოდი და ჩვენების შესაძლებლობები რომ ამოიწურა, ზოგიერთი ზუსტადაც მოვალეობას იხდიდა მოედანზე ყოფნით. ადვილად შესამჩნევი იყო ეს მეორე ტაიმში. მაგრამ კრიტიკა არ უნდა გადაიზარდოს ლანძღვაში. მაგათ ფეხბურთთან შეხება არც ჰქონია და მაგიტომ ილანძღებიან. ეგენი ტოტალიზატორების ტელევიზორის "ბალელშიკები" არიან. vaa, lasha, kaxeli, mesxi ერთი თქვენი თამაში დამანახა. ააა, თამაში თქვენი საქმე არაა? ხოდა, მიხედეთ თქვენს საქმეს (მეეჭვება, თუ გაქვთ, საერთოდ). ამ ჟურნალისტებსაც აუჩემებიათ ეს ტრანსფერი, ტრანსფერი. თქვენ თუ გინდათ შედეგის გულისთვის უცხოელები მოყარონ, მასეთი "დინამო" და ყარაგანდის "შახტიორის" მოგებული ჩემთვის ერთი იქნება.
statia
11:57 23-08-2013
0
სპეციალურად დამარცხდნენ იქ რომ ჩავლენ იქ მოიგებენ 6-0 :)))) ხეიბრების ჯოგი.
vaaa
10:28 23-08-2013
0

სიახლეები პოპულარული