ანდრე ვილაშ-ბოაში: ქართველების დახვედრით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა თბილისის "დინამოსთან" (5:0) ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენი გამარჯვების მთავარი ფაქტორი ყველა შექმნილი მომენტის გამოყენება იყო. "დინამოსაც" ჰქონდა მომენტები, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შეძლეს.

მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და არ მგონია, რომ განმეორებით მატჩში ვინმე დავასვენო და სავარაუდოდ, მეორე მატჩშიც ძირითადი შემადგ
ნელობის ფეხბურთელები ითამაშებენ.

მეტოქე გუნდიდან ჩისკოსა და გიორგი მერებაშვილის გამოყოფა შემიძლია. ჩემი აზრით მათ შეუძლიათ საზღვარგარეთაც ითამაშონ ფეხბურთი მაღალ დონეზე.

ასევე მატჩამდე ველაპარაკე პატრიკ ვუოს,
რომელსაც ვუთხარი, რომ "დინამო" მაღალი დონის კლუბია და მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს ამ კლუბში.

მომეწონა "დინამოს" საქმისადმი მიდგომა და პროფესიონალიზმი, 5:0-ზე ისინი აგრძელებდნენ თამაშს და გოლის გატანას ცდილობდნენ.

სხვა მხრივ ქართველების დახვედრით, სტადიონითა და მოედნის საფარით კმაყოფილი ვარ",
- თქვა ვილაშ-ბოაშმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიბაძეთ არა მარტო, როგორც მწვრთვნელს არამედ როგორც დიპლომატსაც.

კი არ ბაქიბუქობს ჩვენსავით.

ნამდვილი პროფესიონალი, გაჩვენათ კლასი
გიორგი
23 აგვისტო 2013 08:36
0
სახეზე ეტყობა რასაც ფიქრობს: "ბანძი იყო ქართული ფეხბურთი და ბანძი არის ეხლაცო"
saa
23 აგვისტო 2013 05:35
0

სიახლეები პოპულარული