D ჯგუფში "ვილიარეალმა" უშუალო კონკურენტ ზაგრების "დინამოზე" ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოიპოვა სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა და პირველი ადგილი არა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა მაინც გაინაღდა. ფლეი ოფის დაბევებასთან ძალიან ახლოს იყვნენ ბერძნები, მაგრამ პაოკ-მა მატჩის მიწურულს მიიღო გოლი აუტსაიდერ "ბრიუგესგან" და ბოლო ტურში ხორვატიაში
ვაჟა თარხნიშვილის "შერიფი" ჯგუფიდან გასვლის შანსს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა, შინ "ალკმაარი" რომ დაემარცხებინა და ამავდროულად, ბელარუსში ბატე-ს კიევის "დინამოსთან" არ წაეგო. როგორც ხედავთ, ამ ორიდან ერთი წინაპირობაც არ შესრულდა და ბატე-სთან ერთად, ჯგუფიდან გასვლა უკრაინელებმა იზეიმეს. "შერიფის" ქართველ კაპიტანს ჰოლანდიელთა წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.
მოსკოვის ცსკა-ს თავი ისედაც ქუდში ჰქონდა, მაგრამ თავი არც ამჯერად დაუზოგავს და ქვედა შვეიცარიული დივიზიონის ბინადარი "ლოზანა" გაანადგურა. ჯგუფიდან მეორე გამსვლელი ადგილის შანსის შესანარჩუნებლად "პალერმოს" "სპარტას" დამარცხება სჭირდებოდა და საამისოდ ცდა არ დაუკლია, მაგრამ სიცილიელებმა, რომლებმაც შეხვედრა ცხრა კაცის შემადგენლობით ჩაამთავრეს, მიზანს ვერ მიაღწიეს და F ჯგუფში ბოლო ტურმა ყოველგვარი აზრი დაკარგა.
G ჯგუფში ლვოვის "კარპატი" თავიდანვე ჩამოყალიბდა უიმედო აუტსაიდერად, დანარჩენ სამ გუნდს შორის კი უშეღავათო ბრძოლა გრძელდება. ორ ძლიერ კონკურენტთან ბრძოლაში ფრანგებმა იმარჯვეს და "სევილიასთან" პრინციპული გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს. "კარპატის" შემადგენლობაში სანდრო გურულმა 63-ე წუთიდან ითამაშა. ბოლო ტურში "სევილია" "ბორუსიას" უმასპინძლებს და სწორედ მათ ურთიერთშეხვედრაში გაირკვევა მეორე მეთექვსმეტედფინალისტი. ესპანელებს გერმანელებთან დაპირისპირებაში საყაიმო შედეგიც ეყოფათ.
"ლივერპულს" ჯგუფში პირველი საფეხურის დასაბევებლად რუმინეთში ფრეც ეყო, "სტიაუასთვის" კი ბოლო ტურში "ნაპოლისთან" ფრეც საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ "უტრეხტი" "ენფილდზე" "ლივერპულის" ძლევას შეძლებს.
ყველაფერი ნათელია L ჯგუფში, სადაც "პორტუსა" და "ბეშიქთაშს" შესაბამისად, პირველი და მეორე ადგილები აქვთ განაღდებული. პორტუგალიელებს ამ ტურამდეც თავი ქუდში ჰქონდათ, თურქებმა კი ბულგარელებს მათსავე მოედანზე დაუმტკიცეს, რომ მათი საფლეიოფო ამბიციები უსაფუძვლო იყო.
D ჯგუფი
პაოკ-ბრიუგე 1:1
გოლები: 1:0 ვიერინია (25), 1:1 შეპოვიჩი (90)
ვილიარეალი-დინამო ზ. 3:0
გოლები: 1:0 როსი (25. პენ.), 2:0 რუბენი (63), 3:0 როსი (80)
გაძევება: ბისკანი (85. დინამო)
1. ვილიარეალი 5 3 0 2 6-4 9
2. პაოკ 5 2 2 1 4-3 8
3. დინამო ზ. 5 2 1 2 4-4 7
4. ბრიუგე 5 0 3 2 3-6 3
E ჯგუფი
ბატე-დინამო კ. 1:4
გოლები: 0:1 ვუკოიევიჩი (16), 0:2 იარმოლენკო (43), 0:3 გუსევი (50. პენ.), 0:4 მილევსკი (68), 1:4 ნეხაიჩიკი (84)
შერიფი-ალკმაარი 1:1
გოლები: 0:1 ჰოლმანი (17), 1:1 რუამბა (54)
1. დინამო კ. 5 3 1 1 10-6 10
2. ბატე 5 3 1 1 11-8 10
3. ალკმაარი 5 1 1 3 5-10 4
4. შერიფი 5 1 1 3 5-7 4
F ჯგუფი
ცსკა მ.-ლოზანა 5:1
გოლები: 1:0 ნესიდი (18), 2:0 სეკუ (22), 3:0 ტოშიჩი (40), 4:0 ძაგოევი (71), 5:0 ნესიდი (82), 5:1 კარუპი (90)
პალერმო-სპარტა 2:2
გოლები: 1:0 რიგონი (23), 1:1 კლადრუბსკი (51. პენ.), 2:1 პინილია (59. პენ.), 2:2 კუჩკა (62)
გაძევება: გოიანი (50. პალერმო), პასტორე (90. პალერმო)
1. ცსკა მ. 5 5 0 0 17-2 15
2. სპარტა 5 2 2 1 11-11 8
3. პალერმო 5 1 1 3 6-11 4
4. ლოზანა 5 0 1 4 5-15 1
G ჯგუფი
ბორუსია დ.-კარპატი 3:0
გოლები: 1:0 კაგავა (5), 2:0 ჰუმელსი (49), 3:0 რ. ლევანდოვსკი (89)
პსჟ-სევილია 4:2
გოლები: 1:0 ბოდმერი (17), 2:0 ჰორო (20), 2:1 კანუტი (32), 2:2 კანუტი (36), 3:2 ნენე (45), 4:2 ჰორო (47)
1. პსჟ 5 3 2 0 8-3 11
2. სევილია 5 3 0 2 8-5 9
3. ბორუსია დ. 5 2 2 1 5-3 8
4. კარპატი 5 0 0 5 3-14 0
K ჯგუფი
უტრეხტი-ნაპოლი 3:3
გოლები: 0:1 კავანი (5), 1:1 ვოლფსვინკელი (6), 2:1 ვოლფსვინკელი (28. პენ.), 3:1 დემუჟი (35), 3:2 კავანი (42), 3:3 კავანი (70. პენ.)
სტიაუა-ლივერპული 1:1
გოლები: 0:1 იოვანოვიჩი (19), 1:1 ბონფიმი (61)
1. ლივერპული 5 2 3 0 8-3 9
2. სტიაუა 5 1 3 1 9-10 6
3. ნაპოლი 5 0 4 1 7-9 4
4. უტრეხტი 5 0 4 1 5-7 4
L ჯგუფი
ცსკა ს.-ბეშიქთაში 1:2
გოლები: 0:1 ზაპოტოჩნი (59), 0:2 ჰოლოშკო (64), 1:2 შერიდანი (79)
რაპიდი ვ.-პორტუ 1:3
გოლები: 1:0 ტრიმელი (39), 1:1 ფალკაო (42), 1:2 ფალკაო (86), 1:3 ფალკაო (88)
1. პორტუ 5 4 1 0 11-3 13
2. ბეშიქთაში 5 3 1 1 7-6 10
3. რაპიდი ვ. 5 1 0 4 5-10 3
4. ცსკა ს. 5 1 0 4 3-7 3