![](https://sportall.ge/pictures/image31/69029c269aacaadc916e75a342c67941.jpg)
"ჯენოას" ნაცვლად, ევროპალიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე ქალაქ გენუას მეორე გუნდი "სამპდორია" ითამაშებს.
"იტალიის ფეხბურთის ფედერაციის თხოვნის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვიტანოთ აპელაცია", - ნათქვამია "ჯენოას" იურისტის განცხადებაში.
"ჯენოამ" ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, ევროსაგზურიც მოიპოვა, მაგრამ საბოლოოდ ამით მე-7 ადგილზე გასულმა "სამპდორიამ" იხეირა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"