ევროპალიგა 2015/16. ციფრებში: 6,5 მილიონი ბონუსი ფინალის მოგებისთვის

AutoSharing Option
"სევილიამ" ბაზელში ევროპალიგის ფინალი მოუგო "ლივერპულს" და ამ ტურნირის ისტორიაში პირველი ხუთგზის ჩემპიონი გახდა.

ქვემოთ შეიტყობთ, რას მიაღწიეს დანიელ კარიშომ და "ბრიუგემ", ასევე, სხვებმა ამ გათამაშებაში.

თქვენ წინაშეა ევროპალიგა ციფრებში:

3 - "სევილია" გახდა პირველი გუნდი ტურნირზე, რომელმაც ზედიზედ მესამედ მოიგო ტიტული.

5 - "სევილიამ" ევროპალიგის ტიტული (აქ და ყველგან ევროპალიგა და მისი წინამორბედი უეფას თასი იგულისხმება) მეხუთედ მოიგო და ამ მხრივაც პირველი გუნდი გახდა. ანდალუსიურ კლუბს 2-2 ტიტულით ჩამორჩებიან: "ლივერპული", "იუვენტუსი" და "ინტერი".

7 - "მიდტიულანდი" ჯგუფური ეტაპიდან 7
ქულით გავიდა. ეს მხოლოდ მეხუთედ მოხდა, რომ 7 ქულა ჯგუფის ბარიერის დასაძლევად საკმარისი აღმოჩნდა.

10 - არიც ადურისი (ბილბაო) 10 გოლით გახდა ევროპალიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (საკვალიფიკაციო მატჩები არ ითვლება). ის ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირია (35 წლის არის).

11 - ამდენი სეზონი დასჭირდა "სევილიას" ტურნირზე ხუთი ტროფეის მოსაგებად. სხვათა შორის, პირველი წარმატება ანდალუსიელებს დებიუტიდან 49 წლის თავზე ეწვიათ.

13 - "აუგსბურგი" გახდა მე-13 გერმანული კლუბი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მიიღო მონაწილეობა. ეს ყველა სხვა ქვეყანაზე მეტია - "მაინცი" იქნება მე-14 წარმომადგენელი მომდევნო სეზონში.

15 - "ლივერპულის" მეკარე სიმონ მინოლე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ძირითადი ტურნირის ყველა, 15-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

17 - სულ 17 წამის დაწყებული იყო ფინალის მეორე ტაიმი, როცა კევინ გამეირომ ანგარიში გაათანაბრა.

18 - "ნაპოლი" გახდა მეექვსე კლუბი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ქულათა მაქსიმუმი - 18 - მოაგროვა. ნეაპოლიტანურმა კლუბმა ჯგუფში 22 გოლი გაიტანა, ეს კი ყველა დროის რეკორდია. "ნაპოლიმ" მეორეადგილოსანს 11 ქულით გაუსწრო, ამით კი "ზენიტის" 2010 წლის მიღწევა გაიმეორა.

20 - ზედიზედ მეოცედ მოხდა, რომ ბელგიურმა "ბრიუგემ" ამ ტურნირზე იასპარეზა. ამ შედეგთან ახლოსაც ვერავინ მივა. მეორე ადგილზეა პაოკ-ის სერია 9 სეზონისგან (1997-დან 2005-მდე).

38 - "სკენდერბეუ" გახდა პირველი კლუბი ალბანეთიდან, რომელმაც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპს უწია. ამით იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს, 38-მდე ავიდა. მათ შორისაა საქართველოც.

54 - დანიელ კარიშო (სევილია) გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპალიგის ძირითად ეტაპზე 50 თამაშში მონაწილეობდა. ამ ნიშნულს მან 1/16-ფინალში მიაღწია "მიოლდესთან" საპასუხო მატჩში. ახლა კარიშოს ანგარიშზე 54 მატჩია.

191 - ზუსტად ამდენმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა ტურნირში. აქედან 102-მა მონაწილეობა პირველი საკვალიფიკაციო წრიდან დაიწყო, 8 გუნდმა კი (მათ შორის, "სევილიამ") 1/16-ფინალური ეტაპიდან დაიწყო ტურნირზე ასპარეზობა.

1 229 - გოლი გავიდა ტურნირზე, აქედან 693 საკვალიფიკაციო ეტაპებზე, ხოლო 536 გოლი გავიდა ჯგუფური ეტაპის დაწყებიდან ფინალის ჩათვლით. ამ გოლებიდან 9 დამატებით ტაიმებში გავიდა.

65 190 - ამდენი მაყურებელი მივიდა "დორტმუნდის" საკვალიფიკაციო თამაშზე ავსტრიულ "ვოლფსბურგთან". ეს საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში გულშემატკივართა რეკორდული რაოდენობაა.

75 180 - ამდენი მაყურებელი დაესწრო "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" საპასუხო მერვედფინალურ მატჩს. ეს ევროპალიგის რეკორდია - ისტორიაში ყველაზე მაღალი დასწრებაა.

6,5 მლნ - ევროს მიიღებს "სევილია" უეფასგან ბონუსის სახით ფინალის მოგებისთვის. აქ მხოლოდ ფინალის მოგების ბონუსია ნაგულისხმევი, ეს კი წინა მაჩვენებელზე 65%-ით მეტია.

6 746 192 - ზუსტად ამდენი ადამიანი დაესწრო ამ სეზონის 475 მატჩს (აქ უკვე საკვალიფიკაციო ეტაპიცაა ნაგულისხმევი). ეს მაჩვენებელი ევროპალიგის ისტორიაში საუკეთესოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული