14:42 30-09-2016
ზლატან იბრაჰიმოვიჩი უეინ რუნის სიზარმაცემ გააბრაზა [VIDEO]
AutoSharing Option
აღნიშნული ეპიზოდი "ზორიასთან" ევროპალიგის მატჩის 87-ე წუთზე მოხდა, როცა იბრაჰიმოვიჩი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებზე შეტევაში პრესინგს მიმართავდა და ბურთის ართმევას ცდილობდა.
შვედმა ფეხბურთელმა რუნის მოუწოდა, ის ფეხბურთელი აეყვანა, რომლისკენ სავარაუდოდ, პასი გაკეთდებოდა, თუმცა რუნიმ დაიზარა, რაზეც იბრაჰიმოვიჩი ძალიან გაბრაზდა.
არადა, რუნი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა და სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ბევრად დასვენებული იყო.
მოვლენები კი ზუსტად ისე განვითარდა, როგორც იბრაჰიმოვიჩი ვარაუდობდა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნიატედმა" ლუგანსკის "ზორია" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლი სწორედ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანამ რუნის დარტყმის შემდეგ.
აქვე გეტყვით, რომ გოლის გატანის მომენტი ჯაბა ლიპარტიასაც ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კარს ასცდა.
- ევროპალიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: ლიპარტიას წაგება "ოლდ ტრაფორდზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
"ზარმაცობა" რა ქართულია? სიზარმაცე ჰქვია მაგას!
0
0
თქვენ ეტყობა გაბრაზებული იბრაგიმოვიჩი არ გყავთ ნანახი ..
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული